საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2012
ძალის დაკარგვა 13.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2017
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.05.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:LitMtavrPS; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:sataurixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavisataurixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxlixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxexml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml0, li.saxexml0, div.saxexml0 {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml0, li.tavixml0, div.tavixml0 {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml0, li.tavisataurixml0, div.tavisataurixml0 {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml0, li.muxlixml0, div.muxlixml0 {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №80
2012 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული
დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
2006 წლის 28 ნოემბრის №1301 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებები
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;
გ) სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;
დ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და შემოწმება;
ე) სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის, ატესტაციისა და სტაჟირების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
თ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა, არსებული წესის თანახმად;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
კ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება;
ლ) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
მ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტების ფორმირება, ფინანსური რესურსების განაწილება და ოპერატიული მართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება. კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა;
ო) სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და გაცემა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, სამინისტროს და სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა;
ჟ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
რ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ს) ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და პროექტების მომზადება;
ტ) მატერიალური და ფინანსური რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლი;
უ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
. დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 5🔗
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) სახელმწიფო შესყიდვების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველო;
ბ) საფინანსო სამმართველო;
გ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
მუხლი 6🔗
სახელმწიფო შესყიდვების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება, დამტკიცების უზრუნველყოფა და კორექტირება;
ბ) წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობებისა და მონაცემების განსაზღვრა;
გ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას, შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ვ) ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;
ზ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა და ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი;
თ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან;
ი) სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვა;
კ) საწვავის ხარჯვასა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე კონტროლი, მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული ლიმიტების შესაბამისად;
ლ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილების, ასევე ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო შესყიდვის განხორცილება და ხელშეკრულების შესრულების კონტროლი.
მ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაცია;
ნ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების პროცესის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ო) შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა და ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლება;
პ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა;
ჟ) ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
რ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვა, ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 7🔗
საფინანსო სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის მართვის კოორდინაცია, სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) ბიუჯეტით დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობის და ასიგნებების ფარგლებში (აუცილებლობის შემთხვევაში) სამინისტროს საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება, დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს საშტატო ნუსხებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება;
გ) სამინისტროსა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებსა (აუცილებლობის შემთხვევაში) კოდებს შორის ასიგნებებისა და ასევე, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების შემდეგ წარმოქმნილი თავისუფალი ფინანსური რესურსის გადანაწილების პროექტების მომზადება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად;
დ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯთაღრიცხვების, საწვავისა და საკომუნიკაციო ლიმიტების მინისტრთან შესათანხმებლად წარდგენა;
ე) სამინისტროს მიერ კონტროლირებადი არასაგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მომზადება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ზედმეტად, ან შეცდომით ჩარიცხული თანხების, ან სხვა შემოსულობების სწორი დანიშნულებით ბიუჯეტში გადატანის, ან უკან დაბრუნების პროცედურების განხორციელება;
ვ) სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება;
ზ) სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვა და გაცემა, იურიდიულ და ცალკეულ ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა წარმოება, ბალანსზე რიცხული ქონების მოძრაობის აღრიცხვა, დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება და ინვენტარიზაცია, დეკლარაციებისა და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა;
თ) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელება;
ი) სამინისტროს პერიოდული ანგარიშის (ბალანსი) შედგენა, დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან პერიოდული ანგარიშების (ბალანსი) მიღება და სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა;
კ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და რეაგირება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8🔗
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;
ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და შემოწმება;
დ) სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის, ატესტაციისა და სტაჟირების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეორგანიზაცია- შემცირების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ვ) შრომის შინაგანაწესის შესრულებასა და შრომის დისციპლინაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) სამინისტროს თანამშრომლებზე და სტაჟიორებზე შრომითი საქმიანობისა და სახელფასო ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა;
თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
ი) კვარტალში ერთხელ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის “საზღვარგარეთ სტაჟირების, კურსებში/სემინარებში მონაწილეობისა და სხვა მივლინების შესახებ“ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
კ) მივლინების მოწმობების რეგისტრაცია და წარმოება;
ლ) კვარტალში ერთხელ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის სამინისტროს სისტემის სტრუქტურისა და თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
მ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ნ) საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი დეკლარაციის ჩაბარების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
პ) სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლის საჯარო სამსახურის ბიუროსათვის დროულად გადაცემის უზრუნველყოფა;
ჟ) მომსახურე ბანკსა და სადაზღვევო კომპანიაში სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის დროული გაგზავნას უზრუნველყოფა;
რ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
ს) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ტ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა არსებული წესის თანახმად;
უ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება;
ფ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
თავი IV
. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 10🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) სარგებლობს საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვაზე სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში დაშვების მეორე დასტურის უფლებით;
ნ) სარგებლობს ხელმოწერისა და ბეჭდის გამოყენების უფლებით შემდეგი შინაარსის დოკუმენეტებზე:
ნ.ა) გარემოს დაცვის სამინისტროს ასიგნებების ხარჯვის შესახებ დოკუმენტებზე;
ნ.ბ) ხაზინის ერთიან ანგარიშზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი არასაგადასახადო შემოსავლის ან სხავა შემოსულობის სწორი დანიშნულებით ბიუჯეტში გადატანის (ან უკან დაბრუნების) ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებით წარსადგენ დოკუმენტებზე;
ნ.გ) სამინისტროს მომსახურე შესაბამის ბანკში წარსადგენ დოკუმენტებზე;
ნ.დ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებზე;
ნ.ე) სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარსადგენ დოკუმენტებზე;
ო) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსის სამსახურში არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობებს;
ბ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას;
გ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ამოწმებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტებს;
ე) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.