საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №4 |
|
2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და დადგენილი პროცედურების დაცვით მინისტრისთვის წარდგენა;
დ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის, ატესტაციისა და სტაჟირების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
თ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა, არსებული წესის თანახმად;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
კ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება;
ლ) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
მ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტების ფორმირება, ფინანსური რესურსების განაწილება და ოპერატიული მართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა;
ო) სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და გაცემა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, სამინისტროს და სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა;
ჟ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
რ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ს) ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდასცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
უ) მატერიალური და ფინანსური რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლი;
ფ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი;
ღ) საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების დოკუმენტების დედნების დეპარტამენტში შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;
ყ) მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) სახელმწიფო შესყიდვების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველო;
ბ) საფინანსო სამმართველო;
გ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება, დამტკიცების უზრუნველყოფა და კორექტირება;
ბ) წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობებისა და მონაცემების განსაზღვრა;
გ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ვ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;
ზ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა და ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი;
თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან;
ი) სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვა;
კ) საწვავის ხარჯვა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე კონტროლი, მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული ლიმიტების შესაბამისად;
ლ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილების, ასევე ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო შესყიდვის განხორცილება და ხელშეკრულების შესრულების კონტროლი.
მ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-სამეურნეო მომსახურების ორგანიზაცია;
ნ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ო) შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა და ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლება;
პ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა;
ჟ) ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
რ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვა, ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ტ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.
ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის მართვის კოორდინაცია, სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) ბიუჯეტით დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობის და ასიგნებების ფარგლებში (აუცილებლობის შემთხვევაში) სამინისტროს საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს საშტატო ნუსხებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება;
გ) სამინისტროს, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბიუჯეტში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებსა (აუცილებლობის შემთხვევაში) კოდებს შორის ასიგნებებისა და ასევე, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების შემდეგ წარმოქმნილი თავისუფალი ფინანსური რესურსის გადანაწილების პროექტების მომზადება, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად;
დ) სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯთაღრიცხვების, საწვავისა და საკომუნიკაციო ლიმიტების მინისტრთან შესათანხმებლად წარდგენა;
ე) სამინისტროს მიერ კონტროლირებადი არასაგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მომზადება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ზედმეტად, ან შეცდომით ჩარიცხული თანხების, ან სხვა შემოსულობების სწორი დანიშნულებით ბიუჯეტში გადატანის, ან უკან დაბრუნების პროცედურების განხორციელება;
ვ) სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება;
ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვა და გაცემა, იურიდიულ და ცალკეულ ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა წარმოება, ბალანსზე რიცხული ქონების მოძრაობის აღრიცხვა, დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება და ინვენტარიზაცია, დეკლარაციებისა და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა;
თ) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელება;
ი) სამინისტროს პერიოდული ანგარიშის (ბალანსი) შედგენა, დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან პერიოდული ანგარიშების (ბალანსი) მიღება და სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და რეაგირება;
ლ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.
ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და შემოწმება;
დ) სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის, ატესტაციისა და სტაჟირების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეორგანიზაცია- შემცირების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს შინაგანაწესის შესრულებასა და შრომის დისციპლინაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) საჯარო მოსამსახურეებზე და სტაჟიორებზე შრომითი საქმიანობისა და სახელფასო ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა;
თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
ი) კვარტალში ერთხელ, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ,,საზღვარგარეთ სტაჟირების, კურსებში/სემინარებში მონაწილეობისა და სხვა მივლინების შესახებ“ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
კ) მივლინების მოწმობების რეგისტრაცია და წარმოება;
ლ) კვარტალში ერთხელ, საჯარო სამსახურის ბიუროსათვის სამინისტროს სისტემის სტრუქტურისა და თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
მ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ნ) საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი დეკლარაციის ჩაბარების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
პ) სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლის საჯარო სამსახურის ბიუროსათვის დროულად გადაცემის უზრუნველყოფა;
ჟ) მომსახურე ბანკსა და სადაზღვევო კომპანიაში სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის დროული გაგზავნის უზრუნველყოფა;
რ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
ს) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ტ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა არსებული წესის თანახმად;
უ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება;
ფ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება.2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 მარტის № 80 ბრძანება.3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა