,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №14
2012 წლის 29 მარტი
ქ. ონი
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში (სსმ, 23/02/2012) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე და 206-ე მუხლების, აგრეთვე ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად ”;
ბ) დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. ქონების გადასახადის განაკვეთები მიწაზე
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის – 56 ლარი;
ბ) სათიბებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 3.75 ლარი;
გ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებელი) – 2.25 ლარი.
2. ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს 14 ლარს.
3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს –3 ლარს.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 -ის მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ძალშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.03.2012. მიმღები ორგანო — ონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 200130000.35.118.016064.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №14, 29.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.118.016064 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1629630/