სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
2012 წლის 3 მაისს, 11:00 საათზე, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ იურიდიულ მისამართზე– ქ. თბილისი, გ.ჭანტურიას №14-ში მოწვეულია სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
დღის წესრიგი:
1. სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ დირექტორატის მიერ 2011 წელს გაწეული სამუშაოს თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
2. სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2011 წელს გაწეული სამუშაოს თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
3. სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ 2011 წლის წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისა და სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ გარე აუდიტორის Ernst&Young Audit LLC-ის 2011 წლის ანგარიშის განხილვის შესახებ;
4. სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ მიერ 2011 წელს მიღებული მოგების განაწილებისა და დივიდენდების გაცემის შესახებ;
5. სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ 2012 წლის წლიური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად გარე აუდიტორის დამტკიცების შესახებ;
6. სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე:
2 24-24-24 (271).
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 2012 წლის 6 აპრილი.
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს მხარი დაუჭირონ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.
აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ სს „კავკასრეესტრში“, მისამართი:ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ. 2 22–07–18.
დირექტორი მ. მენთეშაშვილი