სს “ყაზბეგი’’- ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
ს/ს „ყაზბეგის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ყაზბეგის’’ დირექცია იწვევს სს-ის აქციონერებს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 03 მაისს დღის 1200 საათზე, ქ. რუსთავში, მშვიდობის ქ. № 6-ში მდებარე სააქციო საზოგადოების სააქტო დარბაზში.
დღის წესრიგი:
1. სს. ,,ყაზბეგის’’კუთვნილი მატერიალური ფასეულობების იჯარით გაცემის საკითხის განხილვა;
2. ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს ,,ყაზბეგის’’კუთვნილი ქონების უფლებრივად დატვირთვის საკითხის განხილვა;
3. სს. ,,ყაზბეგის’’ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შესახებ;
4. სხვადასხვა საკითხი.
დღის წესრიგის საკითხების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ ს/ს-ის დირექციაში, ტელ.: (0341) –25–61–34; (0341) –25–61–24;
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს “საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღისათვის – 2012 წლის 20 მარტისათვის.
ქ. რუსთავის სს ,,ყაზბეგის’’ ადმინისტრაცია