„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№122
სარეგისტრაციო კოდი
290160000.10.003.016795
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №122

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798)შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული:

  1. „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე -8 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. კონკურსში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია/ამხანაგობა ვალდებულია, დადგენილ ვადაში დაასრულოს სამედიცინო რაიონში დაგეგმილი საავადმყოფო. საავადმყოფოს მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვროს: წნორში – 2012 წლის 1 მარტი, თელავში, ფოთ ში, ქობულეთსა და მესტიაში – 2012 წლის 31 მარტი, ბორჯომსა და გურჯაანში – 2012 წლის 15 აპრილი, ქუთაის ში, ბათუმ სა და ხულოში – 2012 წლის 1 ივნისი, სენაკსა და ჩხოროწყუში – 2012 წლის 1 მაისი, ხოლო დანარჩენ რაიონებში – 2011 წლის 1 დეკემბერი. საავადმყოფო დასრულებულად ჩაითვლება უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სადაზღვევო კომპანიის/ამხანაგობის მიერ საავადმყოფოს დასრულების შესახებ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ დასკვნის მომზადებამდე გასული პერიოდი არ ჩაითვლება პირობის შეუსრულებლობის საფუძვლად. “.

  2. №3 დანართის (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესის ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ჭიაბერაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით გიორგაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

მიხეილ დოლიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

აკაკი სეფერთელაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ლაშა ჯუღელი – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი

რევაზ მაჭარაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური