„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№161
სარეგისტრაციო კოდი
290160000.10.003.016834
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №161

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის № 218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218დადგენილებ აში (სსმ,2009 წელი, მუხლი 1798)შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობებ ის“ მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის თებერვ ალში, მარტ ში, აპრილს ა და მაის ში, სადაზღვევო პერიოდი დაეწყებათ 2012 წლის 1 ივლისიდან.“.

2. №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ამ დადგენილებით დამტკიცებული№3 დანართის (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ჭიაბერაშვილი –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი გიორგობიანი –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით გიორგაძე –საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

მიხეილ დოლიძე –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ჯამბულ ებანოიძე –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა –საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

პაპუნა პეტრიაშვილი –საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

აკაკი სეფერთელაძე –საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ტატო ურჯუმელაშვილი –სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

მამუკა ქაცარავა –ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი

დიმიტრი ძაგნიძე –საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ლაშა ჯუღელი –საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი

რევაზ მაჭარაშვილი –საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, უწყებათაშორისი კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-3 პუნქტი – გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი  ნ . გილაური

„დანართი №2

ბენეფიციარი

სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი

სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება

სადაზღვევო ხელშეკრუ

ლებების გაფორმების პერიოდი

სადაზღვევო

 კომპანიის მიერ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის ვადა

1

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 აპრილი

2010 წლის

20 მარტის ჩათვლით

2010 წლის

31 მარტის ჩათვლით

2010 წლის

1 აპრილიდან

10 აპრილის

ჩათვლით

2

ვაუჩერის პირობების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისი

 

 

 

3

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის 1 დეკემბრის შემდეგ

ქულის მინიჭებისთვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

4

2012 წლის 1 ივლისიდან, ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის 1 მაისის შემდეგ

ქულის მინიჭებისთვი ს მომდევნო მე-2 თვ ის პირველი რიცხვიდან (თვეთა ათვლისას ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ)

 

 

 

5

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ2“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისიდან კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

6

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

შესაბამის დაწესებულება‑

ში ან მომსახურებაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

7

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2011 წლის 1 იანვრიდან იმ ბენეფიციარებ‑

ზე, რომელთა მონაცემებიც მიწოდებული იქნება 2010 წლის 28 დეკემბრამდე. ამ ვადის შემდეგ – კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

8

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

9

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, მაგრამ არა უადრეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან“.