„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №124
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის2010წლის17დეკემბრის№385დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე -20მუხლის მე -4პუნქტის შესაბამისად , „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის2010წლის17დეკემბრის№385დადგენილებაში (სსმ , 2010წ. , №168 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული№21დანართის (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) „საერთო სანებართვო პირობებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე პუნქტი:
„31 . სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული უნდა იყოს სახელმწიფო და მუნიციპალური სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებისათვის მინიჭებული უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერი, რომლის ფორმატი და დიზაინი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით .“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური