„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
470030000.10.003.016801
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №128

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ,29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13 . ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგი სახით :

 

საერთო მოთხოვნები

 

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)          

 

2.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

 

3.

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად

 

4.

პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის    

არ წარმოადგენს აუცილებელ პი-რობას სტომატო-ლოგიური სერვისის მიმწოდებელთათვის

5.

სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით

 

6.

სამედიცინო პერსონალი, რომელთა სერტიფიკატი/კვალიფიკაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

 

7.

სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული უნდა იყოს სახელმწიფო და მუნიციპალური სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებისათვის მინიჭებული უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერი, რომლის ფორმატი და დიზაინი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით

 

სამეანო - გინეკოლოგიური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

გინეკოლოგიური სავარძელი

 

2.

აღჭურვილობა და ხელსაწყოები ორსულთა პატრონაჟის განსახორციელებლად

 

ფთიზიატრიული ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

ფთიზიატრიული მომსახურების კაბინეტი განთავსებული უნდა იყოს სხვა კაბინეტებისაგან იზოლირებულად

 

2.

 პაციენტების მოსაცდელი დერეფნები და ექიმების კაბინეტები აღჭურვილი ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)

 

რენტგენო - რადიოლოგიური ამბულატორიული სერვისის

შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

რენტგენის კაბინეტის საპროცედუროები, სხივური თერაპიისა და აგრეთვე რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები, სადაც განთავსებულია მაიონებელი გამოსხივების წყაროები, არ შეიძლება განთავსებული იყოს ორსულთა პატრონაჟისა და პედიატრიული კაბინეტების მომიჯნავედ

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია

ინფექციური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

შესაბამისი კაბინეტი აღჭურვილი ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)

 

2.

თხევადი ინფექციური ნარჩენების გაუვნებელყოფის უზრუნველყოფა

 

ქირურგიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

სამანიპულაციო ან/და საოპერაციო;დარბაზში მიწოდებული ჰაერი დამუშავებული უნდა იყოს სპეციალურ გამაუვნებელმყოფელ მოწყობილობაში, რომელიც იძლევა ჰაერში არსებული მიკროორგანიზმებისა და ვირუსების95%-ის ინაქტივაციას (მაღალეფექტური ფილტრები)          

 

2.

უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა

 

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საქმიანობის ( EMERGENCY ) შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

საოპერაციო მცირე ოპერაციებისა და ინვაზიური ჩარევებისათვის

 

2.

დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რი ტ მი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის

 

3.

შემდეგი მოწყობილობები რეანიმაციისათვის: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები ყველა ასაკისათვის, დეფიბრილატორი

 

4.

პაციენტთა დროებითი დაყოვნების პალატა/დარბაზი          

ერთ საწოლზე არანაკლებ6მ2ფართობით

5.

პრეჰოსპიტალური სერვისის უზრუნველყოფა ან/და რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა

 

6.

უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა.“.

 

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური