„სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №130 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№194
სარეგისტრაციო კოდი
240.140.000.10.003.000.578
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 24/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №194

2006 წლის 18 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №130 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №130 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წ., №89, მუხ. 1191) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №130 დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები;

ბ) დამტკიცდეს სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის თანდართული წესი;

გ) დამტკიცდეს სურსათის მწარმოებელი საწარმოს დეკლარაციისა და სურსათის მწარმოებელი საწარმოს სარეგისტრაციო ბარათის ფორმები (№1 და №2 დანართები);

დ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცხოველური წარმოშობის სურსათის, დაბალი მჟავიანობის დაკონსერვებული სურსათის, ბავშვთა და ჩვილ ბავშვთა საკვების მწარმოებელი საწარმო, რომელიც შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და რომელიც „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ახორციელებს მაღალი რისკის წარმოებას, ვალდებულია სურსათის მწარმოებელ საწარმოდ იქნეს რეგისტრირებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებში 2007 წლის პირველ იანვრამდე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ზ. ნოღაიდელი

სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების პროცედურებს.

2. წესი ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობის, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მაჩვენებლების დაცვას „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 2. სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაცია

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის მიზნით დეკლარაციას წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს (შემდგომში – სამსახური) საწარმოს ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. ცხოველური წარმოშობის სურსათის, დაბალი მჟავიანობის დაკონსერვებული სურსათის, ბავშვთა და ჩვილ ბავშვთა საკვების მწარმოებელი საწარმო, რომელიც „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ახორციელებს მაღალი რისკის წარმოებას, ვალდებულია სურსათის მწარმოებელ საწარმოდ იქნეს რეგისტრირებული სამსახურში 2007 წლის 1 იანვრამდე.

3. სურსათის მწარმოებელი საწარმო, რომლის საქმიანობის სფეროა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მაღალი რისკის წარმოება, ვალდებულია საექსპლუატაციოდ გადაცემამდე არა უგვიანეს 5 დღისა დეკლარაცია წარუდგინოს სამსახურს.

4. დეკლარაციაში სურსათის მწარმოებელი საწარმო მიუთითებს, თუ რა დროიდან იქნება იგი მზად დეკლარაციის მე-3 პუნქტში აღნიშნული მდგომარეობის სამსახურის მიერ კომისიური წესით შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე შემოწმებისათვის.

5. სურსათის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია დროულად წარადგინოს დეკლარაცია და შეიტანოს მასში უტყუარი ინფორმაცია.

6. სურსათის მწარმოებელი საწარმო ხელმძღვანელის ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეს შევსების მომენტისათვის და ვალდებულია ცვლილებების შემთხვევაში (პროფილის შეცვლა და სხვ.) სამსახურს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ახალი დეკლარაცია.

7. სურსათის მწარმოებელი საწარმოს მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე სამსახური 3 დღეში ახორციელებს რეგისტრაციას და გასცემს სურსათის მწარმოებელი საწარმოს სარეგისტრაციო ბარათს (დანართი №2).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში განმცხადებლისათვის სარეგისტრაციო ბარათის გადაუცემლობის შემთხვევაში (გარდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევისა) სურსათის მწარმოებელი საწარმო ითვლება რეგისტრირებულად და სამსახური ვალდებულია მოთხოვნისთანავე გასცეს სარეგისტრაციო ბარათი.

9. სამსახური საწარმოს წერილობით განუსაზღვრავს დამატებით დროს (არა უმეტეს 10 დღისა), თუ საწარმომ არ წარადგინა დეკლარაცია №1 დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სამსახური 5 დღეში წერილობით უარს ეუბნება საწარმოს რეგისტრაციაში გატარებაზე.

    მუხლი 3. სამსახურის ვალდებულებები

1. სამსახური ახორციელებს დეკლარაციისა და სურსათის მწარმოებელი საწარმოს სარეგისტრაციო ბარათების აღრიცხვას, რომლის წესებსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

2. დეკლარაციაში აღნიშნული ინფორმაცია კომერციული საიდუმლოებაა და ექვემდებარება დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საჯარო ინფორმაცია არის მხოლოდ სურსათის მწარმოებელი საწარმოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, პროფილი და ფაქტობრივი მისამართი.

4. სამსახური ვალდებულია ჰქონდეს „ცხელი ხაზი“, რომლის მეშვეობითაც სურსათის მწარმოებელი საწარმოები განაცხადებენ სამსახურის მოხელეთა მხრიდან უფლებამოსილებების გადამეტების ან არასათანადოდ შესრულების თაობაზე.

    მუხლი 4. სურსათის მწარმოებელ საწარმოთა რეგისტრაციის გაუქმება

1. სურსათის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია ლიკვიდაციის ან სურსათის წარმოების შეწყვეტისას დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით სამსახურს ამის შესახებ.

2. სურსათის მწარმოებელი საწარმოს რეგისტრაცია უქმდება შეტყობინების მიღებიდან 5 დღეში.

    მუხლი 5. სურსათის მწარმოებელ საწარმოთა მიერ რეგისტრაციის წესის დარღვევა

1. სურსათის მწარმოებელი საწარმოების მიერ ამ წესით განსაზღვრული დეკლარაციის სამსახურში წარდგენა სავალდებულოა.

2. სურსათის მწარმოებელი საწარმო პასუხისმგებელია დეკლარაციაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორისათვის.

3. სურსათის მწარმოებელ საწარმოთა მიერ რეგისტრაციის წესის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი №1

სურსათის მწარმოებელი საწარმოს დეკლარაცია

1. ინფორმაცია საწარმოს შესახებ

1.

საწარმოს დასახელება

 

2.

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ინდივიდუალური მეწარმე და ა.შ.)

 

 

3.

საწარმოს საპროექტო და ფაქტობრივი პროფილი (წარმოებული პროდუქციის დასახელება, მწარმოებლურობა/მოცულობა)

 

 

4.

დასაქმებულთა რაოდენობა

 

5.

ახალი წარმოების დაარსების შემთხვევაში წარმოების დაწყების თარიღი

 

6.

სეზონური ბიზნესის შემთხვევაში პერიოდი, როდესაც იწყებს და ამთავრებს წარმოებას ყოველ წელიწადს

 

 

7.

სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის ნომერი, თარიღი

 

8.

საწარმოს საიდენტიფიკაციო კოდი (გადასახადის გადამხდელი)

 

9.

იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი

 

10.

ქალაქი/რაიონი

 

11.

ტელეფონი/ფაქსი

 

12.

ელექტრონული ფოსტა

 

 

2. ინფორმაცია საწარმოს ხელმძღვანელი პირის შესახებ

1.

სახელი, გვარი

 

2.

საკონტაქტო მისამართი

 

3.

პირადობის მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი და გამცემი ორგანოს დასახელება

 

 

4.

ტელეფონი/ფაქსი

 

5.

ელექტრონული ფოსტა

 

 

3. ინფორმაცია სურსათის მწარმოებელი საწარმოს მდგომარეობის შესახებ

მონაცემები საწარმოს შესახებ

მიეთითოს

კონკრეტულად

1

საწარმოს განთავსების ადგილი (ცალკე მდგომი, საცხოვრებელი სახლის, საზოგადოებრივი ან საწარმოო შენობის სართული) (რამდენიმე შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში თითოეული მიეთითოს ცალ-ცალკე)

 

 

2

შენობის ტიპი (კაპიტალური, არაკაპიტალური – დროებითი)

 

3

საწარმოო და დამხმარე (ნედლეულის/მზა პროდუქციის შესანახი) შენობების ფართობი (მ2)

 

4

საწარმოს წყალმომარაგება/კანალიზაციის სისტემის სახეობა (ცენტრალიზებული ან არაცენტრალიზებული – წყარო, ჭა), სანიტარიული კვანძების მდგომარეობა

 

 

5

საწარმოში გამოყენებული დანადგარ/მოწყობილობების ნუსხა

 

6

საწარმოში გამოყენებული საკონტროლო/გამზომი ხელსაწყო/აპარატურის ნუსხა

 

7

საწარმოში გამოყენებული სარეცხი/სადეზინფექციო საშუალებების ნუსხა

 

8

შიდა საწარმოო კონტროლი ხორციელდება (ნედლეულის, მზა პროდუქციის, ტექნოლოგიური პროცესების, წარმოების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე)

 

 

9

საწარმოში იატაკის, ჭერისა და კედლების მდგომარეობა (შესაკეთებელი სამუშაოების შესრულების ბოლო ვადა და დაცული არის თუ არა ზოგადი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები)

 

 

 

შენიშვნა: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 პუნქტები უნდა შეივსოს საწარმოს კონკრეტული მონაცემებით.

4. მე-3 პუნქტში წარმოდგენილი სურსათის მწარმოებელი საწარმოს მონაცემების, ეროვნული სამსახურისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების მიერ შემოწმების განხორციელების თარიღი.

5. დეკლარაცია

დეკლარაცია წარედგინება ეროვნული სამსახურის შესაბამის საქალაქო და რაიონულ სამმართველოებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს.

 

დანართი №2

სურსათის მწარმოებელი საწარმოს სარეგისტრაციო ბარათი

 № ---------------                          ----- ---------------- 2006 წ.

ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ

---------------------------------------------------------------------------------------------------------

 (საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, დასახელება, პროფილი, მისამართი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

რეგისტრირებულია სურსათის მწარმოებელ საწარმოდ:

 

£ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სამმართველოში

 

 

£ აფხაზეთის/აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის განყოფილებაში

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------

ქალაქი/რაიონი

 

სამმართველოს (განყოფილების) უფროსი

 

ხელმოწერა

 

ბეჭდის ადგილი