სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№265
სარეგისტრაციო კოდი
140070000.22.034.016095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №265

2012 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

სასაზღვრო წარმომადგენლ ის – სასაზღვრო კომისრის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 34 -ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი ს“ 34 -ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სასაზღვრო წარმომადგენლ ის – სასაზღვრო კომისრის თანდართული დებულება.

2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. მერაბიშვილი

დანართი

სასაზღვრო წარმომადგენლ ის – სასაზღვრო კომისრის

დებულება

    მუხლი 1

1. წინამდებარე დებულება აწესრიგებს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენლების – სასაზღვრო კომისრების (შემდგომში –  წარმომადგენლები ) დანიშვნასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ დებულები საგან განსხვავებული ნორმები, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებას.

    მუხლი 2

წარმომადგენლები საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანომდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3

 1. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის გან სახორციელებლად, სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად და სასაზღვრო ინციდენტების მო საგვარებლად „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით ” გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო საზღვრის გარკვეულ უბნებზე წარმომადგენლებად ინიშნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები.

 2 . საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთები, რომელზეც ინიშნებიან წარმომადგენლები, განისაზღვრება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით.

 3. წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრების კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან სამქეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიცი ა (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია).

    მუხლი 4

1სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზე(გარდა სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა) წარმომადგენლობითი საქმიანობის განსახორციელებლად წარმომადგენელთა კანდიდატებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დასანიშნად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებიდან.

2. სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში წარმომადგენლობითი საქმიანობის განსახორციელებლად წარმომადგენელთა კანდიდატებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტ რ ს წარუდგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიდან.

3 . წარმომადგენელს ჰყავ ს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც წარმომადგენლის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის ამ წარმომადგენლის დასანიშნად წარმდგენი პირი.

    მუხლი 5

1. წარმომადგენლები მათზე დაკისრებული საქმიანობის წარმართვის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) ახორციელებენ კონტროლს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვაზე და იღებენ ზომებს მისი დარღვევის აღმოსაფხვრელად;

ბ) იღებენ აუცილებელ ზომებს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმთან დაკავშირებული საერთაშარისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესასრულებლად;

გ ) დამოუკიდებლად ან მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო წარმომადგენლებთან (საჭიროების შემთხვევაში – სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებთან) ერთად მონაწილეობენ სასაზღვრო ინციდენტების ცალმხრივ/ ორმხრივ გამოძიებაში;

დ ) სასაზღვრო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით შეიმუშავებენ და ახორციელებენ გამაფრთხილებელ ზომებსა და სწრაფად მოგვარების ღონისძიებებს;

ე) ზედმიწევნით იცავენ სასაზღვრო ინციდენტების დარეგულირებ ის წესებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობენ მოსაზღვრე სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ან მათ წარმომადგენლებთან;

ზ ) თანამშრომლობ ენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი                   თვითმართველობის ორგანოებთან;

თ) ახორციელებენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით მათდამი დაკისრებულ სხვა საქმიანობას.

2. წარმომადგენლები დაკისრებული ფუნქცი ა -მოვალეობების განსახორციელებლად უფლებამოსილნი არიან:

ა) აწარმოონ მიმოწერა მოსაზღვრე ქვეყნის სასაზღვრო წარმომადგენლებთან;

ბ) მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი;

გ) საჭიროების შემთხვევაში სასაზღვრო ინციდენტების გამოძიებაში ჩართონ შესაბამისი სპეციალისტები;

დ) საქართველოს ან მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეხვდ ნ ენ მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო წარმომადგენლებს, ხელი მოაწერონ შეხვედრის ოქმსა და სხვა დოკუმენტებს;

ე)განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.

    მუხლი6

1. წარმომადგენელობითი საქმ ი ანობის ორგანიზებ ის ხელშეწყობის მიზნით შეიძლება შეიქმნას წარმომადგენლის აპარატი, სადაც წარმომადგენლის მიერ, საჭიროებისამებრ,ინიშნებიან წარმომადგენლის თანაშემწე, მდივანი, თარჯიმნები და სხვა დამხმარე პირებ ი, რომლებზეც გაიცემა უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთები. მათი საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს წარმომადგენელი.

2. სასაზღვრო წარმომადგენლობითი საქმიანობისათვის საჭირო ბეჭდ ებისა და ბლანკები ს ფორმა მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.

    მუხლი7

სასაზღვრო წარმომადგენლობითი საქმიანობ ა ფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტიდან.