გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 17.04.2012
ძალის დაკარგვა 08.02.2017
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.02.2017
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Geo_WWW_Times;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
გორის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2012 წლის 17 აპრილი
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და შესაბამისად:
1. დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი (დანართი თან ერთვის).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე
დანართი № 1
სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მართვის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგად წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასაფლაო – გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკრებულოს განკარგულებით მიენიჭა სასაფლაოს სტატუსი და განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და რომელიც იმართება კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ; ბ) სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია – არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობას და მომსახურებას;
გ) პანთეონი – სასაფლაო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისთვის;
დ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ნეშტის დასაკრძალავად;
ე) საფლავი – არის სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე;
ვ) საგვარეულო (საოჯახო) საფლავი – არის საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან (მათი თანხმობით) მათი ახლობელი ადამიანის ან/და ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად; ზ) სამარე – არის მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;
თ) სამარხი – არის საფლავის შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი; ი) ჭირისუფალი – არის გარდაცვლილის ახლო ნათესავი, მისი მემკვიდრე ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტით უფლებამოსილი პიროვნება, რომელიც იხდის მომსახურების ხარჯებს;
კ) სარიტუალო საქმიანობა – არის ყველა სახის მომსახურება, დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნასთან დაკავშირებულ სარიტუალო, საწარმოო და სანიტარიულ მომსახურებასთან, აგრეთვე ინფრასტრუქტურის შექმნასთან;
ლ) საფლავის მომსახურება – არის მომსახურება, რომელსაც საფლავებთან დაკავშირებით ახორციელებს სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია;
მ) დაკრძალვა – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწასთან მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური ან/და ადათ-წესების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარიული წესების და ნორმების დაცვით;
ნ) მეორადი დაკრძალვა – არის გარდაცვლილის მიწასთან მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ო) ძეგლი (საფლავის ქვა) – არის სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად;
პ) გადასვენება – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწასთან მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სასაფლაოზე ან/და იმავე სასაფლაოზე (სხვა სამარეში) დაკრძალვა;
ჟ) სასაფლაოს დახურვა – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა;
რ) სასაფლაოს გაუქმება – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორადი დაკრძალვა.
მუხლი 3🔗. სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა
1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ მცირე 200 (ორასი) მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება ფაქტობრივად უკვე არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ.
2. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე პანთეონის განლაგების შემთხვევაში შესაძლებელია არ იქნეს დაცული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის წესი.
3. სასაფლაოსთვის (მათ შორის, პანთეონისთვის) მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (გამგეობის) წარდგინებით იღებს გორის მუნიციალიტეტის საკრებულო. სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
4. სასაფლაოების მოწყობა დუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) წყალმომარეგების სათავეებთან სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონაში;
ბ) მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;
გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიაზე;
5. სასაფლაოებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) არ უნდა იმყოფებოდეს მეწყერულ ზონაში.
ბ) არ უნდა არსებობდეს მიწის ნაკვეთის დატბორვის საშიშროება.
გ) მიწის ზედაპირიდან გრუნტის წყლები დაშორებული უნდა იყოს სულ მცირე 2 მეტრით.
მუხლი 4🔗. სასაფლაოების მართვა
1. გორის მუნციპალიტეტის სასაფლაოების მართვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მართვაში საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ასევე უკვე არსებული სასაფლაო (სასაფლაოები).
მუხლი 5🔗. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის წესი და საფასური
1. ჭირისუფლმა გარდაცვლილის დასაკრძალავად უნდა მიმართოს სასაფლაოს მმართველ იურიდიულ პირს, რომელიც ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ ჭირისუფალს გამოუყოფს შესაბამისი საჭიროების რაოდენობის სამარიან საფლავს.
2. საფლავის (სამარის) გამოყოფისა და სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ გაწეული სასაფლაო მომსახურების სახეობები და საფასური ან/და მომსახურების საფასურიდან გათავისუფლების და შეღავათის გაწევის შემთხვევები განისაზღვრება ამ წესით.
3. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი გარდაცვლილის ჭირისუფალზე (დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით.
4. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე (როგორიცაა: საფლავის კეთილმოწყობა, საფლავის ქვის, ძეგლის დამზადება, დადგმა და სხვა), რომელიც არ შეიძლება წინასწარ იქნეს განსაზღვრული და გამომდინარეობს დაინტერესებული პირის მოთხოვნებიდან, რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნულ მომსახურებაზე ფასები გამომდინარეობს იურდიული პირის ინტერესებიდან გამომდინარე და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით.
მუხლი 6🔗. სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის უფლებამოსილება
1. სასაფლაობის მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ახორციელებს სასაფლაობის მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებით საჭირო შესაბამის მომსახურებას.
2. სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურება:
ა) სასაფლაოებზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა;
ბ) სასაფლაოზე გამოყოფილი სამარის გათხრა და ამოვსება;
გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;
დ) სამარხზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;
ე) სასაფლაოების გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;
ვ) დაინტერესებული პირებისთვის სახელშკრულებო ურთიერთობის შესაბამისად მომსახურების გაწევა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავი სხვა მომსახურების გაწევა.
3. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ვალდებულია გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას დაიცვას შესაბამისი ნორმები, რელიგიური წეს-ჩვეულებები და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს ჭირისუფლის (დაინტერესებული პირის) ინტერესები.
4. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ)
უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;
გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;
დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა შესაბამის იურიდიულ პირს.
5.
სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით:
ა) საფლავის მოვლა-პატრონობაზე დაინტერესებულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რათა რაიმე განსაკუთრებული სახით მოაწყოს საფლავი, ძეგლი და სხვ;
ბ) შ
ეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოს მოვლის ეფექტურობა;
გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშ
აოების, საფლავის ძეგლების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დემონტაჟის საკითხები და სხვა;
დ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად გამგებელს
წარუდგინოს სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო მომსახურების ახალი სახეებისა და მათი საფასურის ოდენობის შესახებ წინადადებები.
6. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდელობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. სასაფლაოს მოვლა-პატრონობა
1. სასაფლაოს მოვლა-პატრონობა მოიცავს:
ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მორთვას;
ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას;
გ) სასაფლაოს მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;
დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;
ე) მიცვალებულების ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას;
ვ) სასაფლაოს ტეროტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთვებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას და სხვა.
2. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს საფლავის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასაფლაო ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას მუნიციპალური სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.
მუხლი 8🔗. სასაფლაოს მოწყობა და ექსპლუატაცია
1. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შემდეგ საფლავების (სამარხების) ქაოტურად განთავსებისა და მოუხერხებელი გარემოს შექმნისაგან თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება სასაფლაოს დაგეგმარება. 2. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალიწინებული უნდა იქნეს:
ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა; ბ) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა; გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;
დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები (საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდი და ა. შ.) განკუთვნილი სპეციალური შენობა და ა. შ;
ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა. ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავების უზრუნველყოფით;
ვ) სასაფლაოს შესასვლელებში საავტომობილო სადგომის მოწყობა;
ზ) საფლავებისა და საფლავში და სამარხების აღრიცხვა-ნუმერაცია და სხვა. 3. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება. წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ ან/და სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარების პროექტს გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განკარგულებით ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. ყოველ საფლავზე გამოყოფილი უნდა იქნეს 12 კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია და სამარე მომსახურების საფასური განისაზღვროს 60 ლარით. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი მომსახურების საფასური განისაზღროს 20 ლარით. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალავად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 4 კვ.მ და მომსახურება განხორციელდეს უსასყიდლოდ. მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა არ დაიშვება. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს დამატებითი მომსახურების საფასურზე დაუწესდეს შეღავათი 50 %-იანი ფასდაკლებით. დევნილთა მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გორის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე მიწის გაცემა მოხდეს ზღვრული ნორმის დაცვით უსასყიდლოდ. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარებს შორის 0,8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები. დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ. 5. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცლილის ნეშთის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.
6. გარდავლილის მჯდომარე მდგომაროებაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.
7. გარდავლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი ხორციელდება კუბოთი. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებული კუბოთი ან სპეციალურ სუდარაში.
8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა 1 კვირის მანძილზე.
9. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს გარდაცვალების შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;
გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;
დ) გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი (ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტი, რომელიც ადასტურებს პირის გარდაცვალების ფაქტს) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფალთან და სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდულ პირთან შეთანხმებით.
მუხლი 9🔗. საფლავი
1. საფლავი შეიძლება იყოს:
ა) ორი სამარის მქონე მეუღლეების დაკრძალვისას;
ბ) რამდენიმე სამარის მქონე საგვარეულო (საოჯახო ) საფლავის მოწყობისათვის;
გ) ერთი, ორი ან უფრო მეტი სამარის მქონე ცალკეული დაკრძალვებისათვის.
2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არა უმეტეს რვა სამარე. გამონაკლისი შეიძლება გათვალიწინებულ იქნეს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით.
3. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს. თუ გარდაცვლილის მეუღლე არ არის მანამდე გარდაცვლილი, ან გარდაცვლილი არ იყო ქორწინებაში.
4. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ:
ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხელში ანდერძით, ხელშეკრულებით ან/და სხვა რამე წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;
გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);
დ) გარდაცვლილის მშობლებმა;
ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა;
ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე სექტორი (სექტორები).
7. სამარის გათხრის უფლება აქვს ჭირისუფალს ან სურვილის შემთხვევაში სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიული პირს მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე.
მუხლი 10🔗. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი
1. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე იღებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების სახით. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება შუამდგომლობით მიმართოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა;
ბ) საქართველოს საპატრიარქომ;
გ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 1/5-მა;
დ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ;
ე) საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა, საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვა დაწესებულებმა და ორგანიზაციებმა.
2. ამ მუხლით დადგენილი წესით პანთეონში საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე.
მუხლი 11🔗. საფლავზე მეორეული დაკრძალვის შემთხვევები და წესი
1. იმ შემთხვევაში, როდესაც საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე, დაკრძალვიდან გასულია 40 წელზე მეტი და მიტოვებულია (უპატრონოა) ასეთი ფართობი მეორეული დაკრძალვისათვის შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.
2. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიულ პირის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოზე დაკრძალვიდან 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, უპატრონო მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის იმ ფართობზე მეორეული დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილ მოუვლელ, მიტოვებულ, უპატრონო საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით, რომ მისი დადგმიდან სამი წლის განმავლობაში ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი გაიცემა მეორეული გამოყენებისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საინფორმაციო ფირფიტაზე მითითებული უნდა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილის ჭირისუფლის წარმომადგენელმა სად, როდის და ვის უნდა მიმართოს გარდაცვლილთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე.
3. ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენები (ძვლები) უნდა განთავსდეს სამარის ცალკე კუთხეში, რისთვისაც ასეთ სამარეში უნდა გაითხაროს (მოეწყოს) ნარჩნების (ძვლების) განსათავსებლად საჭირო სპეციალური თარო. დაუშვებელია ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენების (ძვლების) გადაყრა, განადგურება ან/და მის მიმართ სხვა არაჰუმანური უღირსი დამოკიდებულება.
მუხლი 12🔗. სასაფლაოს დახურვა და გაუქმება
1. სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს დახურვის შესახებ. 2. სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია როგორც ახალი საფლავების გამოყოფა, ისე არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს გაუქმების შესახებ.
მუხლი 13🔗. მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს მოწყობის წესი
1. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთნ შეთანხმებას. 2. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა;
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე ფერადი) სათანადო დეტალიიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთ და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
3. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილებას განკარგულების ფორმით იღებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.