ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2017 წლის 3 თებერვალი ქ. გორი |
|
ა) სასაფლაო – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკრებულოს განკარგულებით მიენიჭა სასაფლაოს სტატუსი და განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და რომელიც იმართება კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ;
ბ) სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია – არის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობას და მომსახურებას;
გ) პანთეონი – სასაფლაო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისთვის;
დ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ნეშტის დასაკრძალავად;
ე) საფლავი – არის სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე;
ვ) საგვარეულო (საოჯახო) საფლავი – არის საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან (მათი თანხმობით) მათი ახლობელი ადამიანის ან/და ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად;
ზ) სამარე – არის მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;
თ) სამარხი – არის საფლავის შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი;
ი) ჭირისუფალი – არის გარდაცვლილის ახლო ნათესავი, მისი მემკვიდრე ან სხვა ნებისმიერი უფლებამოსილი პიროვნება, რომელიც იხდის მომსახურების ხარჯებს;
კ) სარიტუალო საქმიანობა – არის ყველა სახის მომსახურება, დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნასთან დაკავშირებულ სარიტუალო, საწარმოო და სანიტარიულ მომსახურებასთან, აგრეთვე ინფრასტრუქტურის შექმნასთან;
ლ) საფლავის მომსახურება – არის მომსახურება, რომელსაც საფლავებთან დაკავშირებით ახორციელებს სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია;
მ) დაკრძალვა – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწასთან მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური ან/და ადათ-წესების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარიული წესების და ნორმების დაცვით;
ნ) მეორადი დაკრძალვა – არის გარდაცვლილის მიწასთან მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ო) ძეგლი (საფლავის ქვა) – არის სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად;
პ) გადასვენება – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწასთან მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სასაფლაოზე ან/და იმავე სასაფლაოზე (სხვა სამარეში) დაკრძალვა;
ჟ) სასაფლაოს დახურვა – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა;
რ) სასაფლაოს გაუქმება –ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორადი დაკრძალვა.
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე პანთეონის განლაგების შემთხვევაში შესაძლებელია არ იქნეს დაცული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის წესი.
3. სასაფლაოსთვის (მათ შორის, პანთეონისთვის) მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (მერის) წარდგინებით იღებს ქალაქ გორის მუნიციალიტეტის საკრებულო. სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხორციელდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
4. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) წყალმომარეგების სათავეებთან სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონაში;
ბ) მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;
გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიაზე.
5. სასაფლაოებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) არ უნდა იმყოფებოდეს მეწყერულ ზონაში;
ბ) არ უნდა არსებობდეს მიწის ნაკვეთის დატბორვის საშიშროება;
გ) მიწის ზედაპირიდან გრუნტის წყლები დაშორებული უნდა იყოს სულ მცირე 2 მეტრით.
2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მართვაში საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ასევე უკვე არსებული სასაფლაო (სასაფლაოები)
2. საფლავის (სამარის) გამოყოფისა და სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ გაწეული სასაფლაო მომსახურების სახეობები და საფასური ან/და მომსახურების საფასურიდან გათავისუფლების და შეღავათის გაწევის შემთხვევები განისაზღვრება ამ წესით.
3. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის ჭირისუფალზე (დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით.
4. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ გაწეულ მომსახურებაზე (როგორიცაა: საფლავის კეთილმოწყობა, საფლავის ქვის, ძეგლის დამზადება, დადგმა და სხვა), რომელიც არ შეიძლება წინასწარ იქნეს განსაზღვრული და გამომდინარეობს დაინტერესებული პირის მოთხოვნებიდან, რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნულ მომსახურებაზე ფასები გამომდინარეობს იურდიული პირის ინტერესებიდან გამომდინარე და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით.
2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურება:
ა) სასაფლაოებზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა;
ბ) სასაფლაოზე გამოყოფილი სამარის გათხრა და ამოვსება;
გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;
დ) სამარხზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;
ე) სასაფლაოების გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;
ვ) დაინტერესებული პირებისთვის სახელშკრულებო ურთიერთობის შესაბამისად მომსახურების გაწევა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავი სხვა მომსახურების გაწევა.
3. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას დაიცვას შესაბამისი ნორმები, რელიგიური წეს-ჩვეულებები და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს ჭირისუფლის (დაინტერესებული პირის) ინტერესები.
4. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;
გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;
დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა შესაბამის იურიდიულ პირს.
5. სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დადგენილი წესით:
ა) საფლავის მოვლა-პატრონობაზე დაინტერესებულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რათა რაიმე განსაკუთრებული სახით მოაწყოს საფლავი, ძეგლი და სხვ.;
ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოს მოვლის ეფექტურობა;
გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, საფლავის ძეგლების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დემონტაჟის საკითხები და სხვა;
დ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად მერს წარუდგინოს სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო მომსახურების ახალი სახეებისა და მათი საფასურის ოდენობის შესახებ წინადადებები.
6. სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციაზე საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდელობის შესაბამისად.
ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მორთვას;
ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას;
გ) სასაფლაოს მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;
დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;
ე) მიცვალებულების ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას;
ვ) სასაფლაოს ტეროტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთვებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას და სხვა.
2. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს საფლავის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასაფლაო ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.
2. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალიწინებული უნდა იქნეს:
ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;
ბ) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;
გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;
დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები (საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდი და ა. შ.) განკუთვნილი სპეციალური შენობა და ა. შ;
ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა. ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავების უზრუნველყოფით;
ვ) სასაფლაოს შესასვლელებში საავტომობილო სადგომის მოწყობა;
ზ) საფლავებისა და საფლავში და სამარხების აღრიცხვა-ნუმერაცია და სხვა.
3. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. ყოველ საფლავზე გამოყოფილი უნდა იქნეს 4 კვ.მ (3X1.33) ფართობის ტერიტორია და სამარის მომსახურების საფასური განისაზღვროს 90 (ოთხმოცდაათი) ლარით. ზღრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი მომსახურების საფასური განისაზღროს 15კვ.მ-ის ჩათვლით 20 ლარით, ხოლო 15 კვ.მ-ის ზევით 27კვ.მეტრამდე 30 ლარით.
4. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალად მიწის ფართობის ნორმად მიღებული იქნეს 4 კვ.მ და მომსახურება განხორციელდეს უსასყიდლოდ. მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა არ დაიშვება. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს დამატებითი მომსახურების საფასურზე დაუწესდეს შეღავათი 50 % ფასდაკლებით. დევნილთა მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე მიწის გაცემა მოხდეს ზღვრული ნორმის დაცვით უსასყიდლოდ საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0,8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები. დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციისადმი დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.
5. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცლილის ნეშთის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.
6. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომაროებაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.
7. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი, ხორციელდება კუბოთი. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებული კუბოთი ან სპეციალურ სუდარაში.
8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა 1 კვირის მანძილზე.
9. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას გარდაცვალების შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;
გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;
დ) გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი (ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტი, რომელიც ადასტურებს პირის გარდაცვალების ფაქტს) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფალთან და სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირთან შეთანხმებით.
ა) ორი სამარის მქონე მეუღლეების დაკრძალვისას;
ბ) რამდენიმე სამარის მქონე საგვარეულო (საოჯახო ) საფლავის მოწყობისათვის;
გ) ერთი, ორი ან უფრო მეტი სამარის მქონე ცალკეული დაკრძალვებისათვის.
2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არაუმეტეს რვა სამარე. გამონაკლისი შეიძლება გათვალიწინებულ იქნეს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით.
3. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს.
4. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ:
ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხელში ანდერძით, ხელშეკრულებით ან/და სხვა რამე წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;
გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);
დ) გარდაცვლილის მშობლებმა;
ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა;
ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე სექტორი (სექტორები).
7. სამარის გათხრის უფლება აქვს ჭირისუფალს ან სურვილის შემთხვევაში სასაფლაოს მართვის ორგანიზაციას მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე.
ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა;
ბ) საქართველოს საპატრიარქომ;
გ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 1/5-მა;
დ) საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა, საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა.
2. ამ მუხლით დადგენილი წესით პანთეონში საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე.
2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოზე დაკრძალვიდან 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, უპატრონო მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის იმ ფართობზე მეორეული დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილ მოუვლელ, მიტოვებულ, უპატრონო საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით, რომ მისი დადგმიდან სამი წლის განმავლობაში ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი გაიცემა მეორეული გამოყენებისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საინფორმაციო ფირფიტაზე მითითებული უნდა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილის ჭირისუფლის წარმომადგენელმა სად, როდის და ვის უნდა მიმართოს გარდაცვლილთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე.
3. ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენები (ძვლები) უნდა განთავსდეს სამარის ცალკე კუთხეში, რისთვისაც ასეთ სამარეში უნდა გაითხაროს (მოეწყოს) ნარჩნების (ძვლების) განსათავსებლად საჭირო სპეციალური თარო. დაუშვებელია ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენების (ძვლების) გადაყრა, განადგურება ან/და მის მიმართ სხვა არაჰუმანური უღირსი დამოკიდებულება.
2. სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია როგორც ახალი საფლავების გამოყოფა, ისე არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს გაუქმების შესახებ.
2. ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა;
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე ფერადი) სათანადო დეტალიიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
3. ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილებას განკარგულების ფორმით იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.