“ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №35.13.1465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11.01.356
სარეგისტრაციო კოდი
040030000.37.101.016111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №11.01.356

2012 წლი ს19 აპრილი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.13.1465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231  მუხლისა და 321  მუხლის საფუძველზე,

 ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №35.13.1465 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების 38-ე მუხლით განსაზღვრული შენობის/ნაგებობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ისეთი შეჭრის შესახებ, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს საზოგადოებრივი სივრცის მესაკუთრის თანხმობას;“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობის მონტაჟის ან/და არსებულ შენობა-ნაგებობაზე სამუშაოების წარმოების შესახებ, რომლისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია არ აღემატება 6 კვადრატულ მეტრს, გარდა ქ. თბილისის მთავრობის ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ 2011 წლის 28 ოქტომბრის №30.15.1214, 2011 წლის 11 ოქტომბრის №28.30.1133, 2011 წლის 21 ოქტომბრის №29.35.1169 და 2012 წლის 13 თებერვლის №05.30.139 დადგენილებებით განსაზღვრული ტერიტორიებისა;“;

გ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემაზე, პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას, ცალკე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე.“.

2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                  გ . უგულავა

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №35.13.1465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.04.2012.
როდის იქნა მიღებული “ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №35.13.1465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
“ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №35.13.1465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №11.01.356. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.37.101.016111.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №35.13.1465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №35.13.1465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება “ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №35.13.1465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №11.01.356, 19.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016111 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1638847/