ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2011 ძალადაკარგული 30.12.2014
ნომერი
№35.13.1465
სარეგისტრაციო კოდი
040030000.37.101.016094
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111228044, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №35.13.1465

 2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქ ალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის და 321 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

 1. ქ ალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიენიჭოს უფლებამოსილება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელით მიიღოს გადაწყვეტილება:

  ა) სამეზობლო საზღვრის მხარეს ნაკვეთების საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ღიობის მოწყობის შესახებ;

 ბ) შენობის/ნაგებობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ისეთი შეჭრის შესახებ, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს საზოგადოებრივი სივრცის მესაკუთრის თანხმობას;

გ) სამეზობლო საზღვარზე ღობის განთავსების ან/და მოშლის შესახებ;

 დ) საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობის მონტაჟის ან/და არსებულ შენობა-ნაგებობაზე სამუშაოების წარმოების შესახებ, რომლისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია არ აღემატება 6 კვადრატულ მეტრს, გარდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

 ე) თუ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეს;

 ვ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის აუცილებელი გზისათვის გამოყენების შესახებ.

 2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის ფარგლებში ან/და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას, ცალკე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე.

 3. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიენიჭოს უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.

 4. დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                                                    გ. უგულ ავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2014.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
„ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 27.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №35.13.1465. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.37.101.016094.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.12.2014-დან.
სად არის „ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“, №35.13.1465, 27.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016094 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1540771/