„შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განსათავსებელი სახელმწიფო და მუნიციპალური სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებისათვის მინიჭებული უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერის ფორმისა და დიზაინის დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-2 1/ნ
2012 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განსათავსებელი სახელმწიფო და მუნიციპალური სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებისათვის მინიჭებული უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერის ფორმისა და დიზაინის დამტკიცების თაობაზე
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების დანართი 21-ის 31-ე პუნქტის, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 13 მუხლის შესაბამისა დ, ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განსათავსებელი სახელმწიფო და მუნიციპალური სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებისათვის მინიჭებული უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერის ფორმა და დიზაინი (დანართი 1).
2. ამ ბრძანების მიზნებისათვის „შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს“ განეკუთვნება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებები და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებები.
3. შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, საინფორმაციო ბანერის ელექტრონული ვერსიის ორიგინალს გადასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველო (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, მის: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის №144).
4. ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე- 3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 15 მაისიდან. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ჭიაბერაშვილი
დანართი 1
შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განსათავსებელი სახელმწიფო და მუნიციპალური სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებისათვის მინიჭებული უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერის ფორმა და დიზაინი
1. შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, სახელმწიფო და მუნიციპალური სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებისათვის საინფორმაციო ბანერი უნდა იყოს განთავსებული თვალსაჩინო ადგილას.
2. საინფორმაციო ბანერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებს:
ა) საინფორმაციო ბანერის ზომა უნდა იყოს 90 სმ სიგანე და 60 სმ სიმაღლე;
ბ) ნაბეჭდი საინფორმაციო ბანერი უნდა განთავსდეს (დაეკრას) იგივე ზომის მყარ მასალაზე (დაფაზე);
გ) საინფორმაციო ბანერი დაბეჭდილი უნდა იქნ ე ს ელექტრონული ნიმუშის ორიგინალის შესაბამისად, მთლიანად, ყოველგვარი ცვლილების გარეშე პროპორციებსა და ფერებში, უზრუნველყოფილ იქნ ე ს ფერთა თანხვედრა ცდომის გარეშე;
დ) დაწესებულების ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსდეს ნიმუშში მითითებულ შესაბამის ადგილას.