„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№ 137
201 2 წ ლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1 . ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის (სსმ. ვებ პორტალი, 110427026, 03/05/2011 , სარეგისტრაციო კოდი – 010080150.22.025.016012) №18 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წეს ის(შემდგომში – აღრიცხვა-ანგარიშგების წეს ი):
1. მე-3, მე-4, მე-6 – მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
,,3. სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ხოლო სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სისტემაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციელებს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკები განაწილებამდე ინახება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამე ნ ტში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ ამისათვის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკები განაწილებამდე ინახება სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამის დეპარტამენტ შ ი სააგენტოს უფროსის მიერ ამისათვის უფლებამოსილ პირთან.”.
,,6 . სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ოქმის ბლანკების შენახვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ, ოქმების ბლანკები გადაეცემა სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფს , რომელთაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება. სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამის დეპარტამენტში ოქმის ბლანკების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ოქმების ბლანკები გადაეცემა სააგენტოს სისტემაში არსებულ იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს, რომელთაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება.
7. ამ ბრძანების მე-6 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გადაცემა უნდა დაფიქსირდეს სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში (დანართი №1).
8. სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი , რომელ ს აც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვ ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება, ვალდებულ ია გამოყო ს ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი. სააგენტოს შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მიერ განისაზღვრება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები.
9. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, თავის მხრივ, ვალდებულ ია სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხო ს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“, რომლის ფორმა მოყვანილია დანართ 2-ში. სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი დეპარტამენტიდან სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიულ ი ორგანოებ ისათვის სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღ ი რიცხ ება სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში (დანართი №1), ხოლო სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში” (დანართი №2).
10. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან 3 თვეში ერთხელ აცნობონ სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ოქმის ბლანკების მოძრაობის შესახებ, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი დეპარტამენტ იდან ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან იმავე ვადაში აცნობონ სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამის დეპარტამენტ ს ოქმის ბლანკების მოძრაობის შესახებ.
11. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, ხოლო დაზიანებული ოქმის ფორმები ჩამოწერის მიზნით ოქმის შემვსები პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ წერილობითი ფორმით გაუქმების მიზეზების მითითებით გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამის დეპარტამენტ ს.”.
2. აღრიცხვა-ანგარიშგების წეს ის მე-3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №3
აქტი №
----- -------------- 20 წელი
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის შესახებ
| № | ოქმის ექსკლუზიური ნომერი | ოქმის ჩამოწერის მიზეზი |
| 1 |
|
|
| 2 |
|
|
| 3 |
|
|
| 4 |
|
|
| 5 |
|
|
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს:
სამინისტროს ადმინისტრაციული (ან სააგენტოს
სახელმწიფო შესყიდვების უფლებამოსილების
მქონე) დეპარტამენტის უფროსი: /---------------/
სამინისტროს ადმინისტრაციული (ან სააგენტოს
საქმისწარმოების უფლებამოსილების
მქონე) დეპარტამენტიდან ოქმების
განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი: /---------------/
მუხლი 2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე მისთვის სამინისტროდან გადაცემული შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის, ასევე ჩამოწერ ის მიზნით გამოსაყენებლად უვარგისი ოქმ(ებ)ი ს დადგენილი წესით მიწოდება სამინისტროს ადმინისტრაციულ ი დეპარტამეტ ისათვის.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ხეთაგური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.04.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №137. სარეგისტრაციო კოდი — 010080150.22.025.016067.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №137, 20.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 010080150.22.025.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1639606/