საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.04.2012
ძალის დაკარგვა 01.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,773 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2012 მიღება
01.04.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-weight:bold;} h2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} h3 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-weight:bold;} h4 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.MsoCommentReference {} strong {} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.Heading2Char { font-weight:bold; font-style:italic;} span.Heading3Char { font-weight:bold;} span.Heading4Char { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.listparagraph, li.listparagraph, div.listparagraph { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.PlainTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:40.5pt .75in .5in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანება № 52 2012 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ნოემბრის № 617 ბრძანებულების მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №32 ბრძანება (სსმ III, 20.08.2010, №101 , მუხ. 1518). მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვლ. ვარძელაშვილი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.  2. ცენტრი წარმოადგენს „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულებით შექმნილი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის უფლებამონაცვლეს.  3. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო).  4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ანგარიში ხაზინაში და სხვა ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) საქართველოს საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 5. ცენტრი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, თავისი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ, მოპასუხედ ან მესამე მხარედ. 6. ცენტრის სრული დასახელებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“).  7. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76ბ.  8. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.  მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის მიმართულებები 1. ცენტრის მიზნებია: ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ბ) ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა; გ) ბავშვებსა და ახალგაზრდებში პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება, გარემოს დაცვის , სამოქალაქო ფასეულობების, არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია ; დ) ბავშვებისა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის განკუთვნილი სახელმწიფო მიზნობრივი და საპრეზიდენტო პროგრამების პროექტების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ე) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფებზე ( იძულებით გადაადგილებული პირები , ლტოლვილები , მზრუნველობა მოკლებული ბავშვები , შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვ. ) ზრუნვის ხელშეწყობა ; ვ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) საინიციატივო ჯგუფებისათვის ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელებაში დახმარების აღმოჩენა, მოზარდთა ინტერესების შესაბამისად კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა; თ) ბავშვებისა და ახალგაზრდობისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ი) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით აკადემიური, შემეცნებითი, კულტურული, გასართობი და სხვა ღონისძიებათა ორგანიზება, ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა; კ) ბავშვებისა და ახალგაზრდობის შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება (მათ შორის ბანაკების მოწყობა), ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ლ) ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ევროპული თანამშრომლობის პოპულარიზაცია; მ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან თანამშრომლობა. 2. ცენტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: ა) ახორციელებს თავისი კომპეტენციის შესაბამის საქმიანობას, დამოუკიდებლად შეიმუშავებს, ამტკიცებს ამ საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო პროექტებსა და პროგრამებს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მონაწილეობას იღებს სახელმწიფო-საბავშვო და ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვაში და ამ მიზნით ახორციელებს საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობას;  ბ) მასობრივი საინფორმაციო საშულებებსა და სოციალურ მედიასთან თანამშრომლობით პოპულარიზაციას უწევს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრებას უცხოელ თანატოლებთან, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ამ მიზნით ახორციელებს გაცვლით პროგრამებს; გ) ახალგაზრდობის შემეცნებითი განვითარების მიზნით, გამოსცემს სხვადასხვა სახის პერიოდულ ან/და ერთჯერად გამოცემებს; დ) ავითარებს ურთიერთობებს ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, საჭიროების შემთხვევაში დებს მათთან ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს, აწარმოებს ქსელურ მუშაობას საქართველოს რეგიონებსა და კონფლიქტურ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან; ე) ატარებს ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის კონკურსებს და დადგენილი წესის თანახმად გადასცემს შესაბამის პირებს მატერიალური ან/და არამატერიალური სახის პრიზებს; ვ) ახორციელებს საერთაშორისო გაცვლით კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარმართავს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობას (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ცენტრი უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობიდან გამომდინარე მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის. 4. ცენტრი უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.     მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის მართვას ახორციელებს ცენტრის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. ცენტრის უფროსი: ა) ახორციელებს ცენტრის მართვას და წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, ცენტრის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; გ) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან; დ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შო­რის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტ­როლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვა­ლეობების შესრულებას; ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრისა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდს და შინაგანაწესს; ვ) უფლებამოსილია თანამშრომელთა, მათ შორის, ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა, მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ზ) უფლებამოსილია, მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილებების, მათ შორის, ფინან­სური საქმიანობის განხორციელების, დოკუმენტაციაზე ხელმოწე­რისა და წარმომადგენლობის, თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება; თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამზადებს პროექტს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; ი) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. უფროსს ჰყავს მოადგილე(ები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროსი. მოადგი­ლის ფუნქციებს განსაზღვრავს უფროსი. 4. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვა­ლეო­ბებს ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. 5. უფროსს ჰყავს მრჩეველი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროსი. 6. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქ­ტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელსაც თანამდებო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროსი. 7. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალ­დებუ­ლია უფროსის ან/და უფროსის მოადგილის წინაშე. 8. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენ­ციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედა­ნაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს მასზე დაკის­რებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) წარუდგენს წინადადებებს უფროსს ან/და უფროსის მოად­გილეს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; დ) წარუდგენს უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვე­დანაყოფის თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დის­ციპ­ლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) ასრულებს უფროსის და/ან უფროსის მოადგილის ცალკე­ულ მითითებებსა და დავალებებს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს უფროსის სხვა დავალებებს.  მუხლი 4🔗. ცენტრის სტრუქტურა 1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური; ბ) პროგრამებისა და პროექტების სამსახური; გ) საინფორმაციო ანალიტიკური სამსახური; დ) საფინანსო ადმინისტრაციული სამსახური. 2. ცენტრის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი; ბ) გურჯაანის ახალგაზრდული ცენტრი; გ) ლენტეხის ახალგაზრდული ცენტრი. 3. ცენტრის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი: ა) აკონტროლებს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) ცენტრის უფროსს წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის განვითარების შესახებ წინადადებებს, ყოველთვიურ ანგარიშს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის შესახებ; გ) ცენტრის უფროსთან ათანხმებს ტერიტორიული ორგანოს მართვასთან დაკავშირებულ და ასევე სხვა განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ყველა საკთხს; დ) ვალდებულია მისი არყოფნის შესახებ აცნობოს ცენტრის უფროსს.     მუხლი 5🔗. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები 1. საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური: ა) უზრუნველყოფს დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობას, აგრეთვე ოფიციალურ მიმოწერას და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;  ბ) მონაწილეობას იღებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში;  გ) ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სარეიტინგო კვლევების შესწავლასა და ანალიზს, ასევე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას; დ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მომზადებას, შეთანხმებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას, აგრეთვე მოიპოვებს და მართავს საგრანტო პროგრამებს; ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას; ვ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; ზ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაციას, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლასა და ანალიზს; თ) ახორციელებს საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეთა შერჩევას; ი) უზრუნველყოფს ცენტრის მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვასა და ჩატარებას, მიზნობრივი ჯგუფების შერჩევასა და მათთან მუშაობას; კ) ცენტრის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების კვლევას, მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, დაინტერესებულ პირებთან შეხვედრების ორგანიზებას; ლ) წარმართავს ცენტრის, მისი ცალკეული პროგრამის ან/და პროექტის რეიტინგის კვლევას; მ) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას ცენტრში მიმდინარე პროექტების შესახებ; ნ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით, ახორციელებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავებას; ო) კოორდინაციას უწევს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას, უზრუნველყოფს მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მათ გავრცელებას; პ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სპეციალური სატელევიზიო პროგრამის მომზადებას; ჟ) უზრუნველყოფს ორგანიზაციის ბრენდის მართვასა და ზრუნავს ცენტრისა და ცენტრის ხელმძღვანელობის იმიჯის წარმოჩენაზე, როგორც გარე, ასევე შიდა აუდიტორიის წინაშე; რ) ცენტრის პროექტებისა და პროგრამების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით გეგმავს და ახორციელებს საკომუნიკაციო კამპანიებს, ასევე არჩევს საკომუნიკაციო არხებს და შეიმუშავებს მედიაგეგმას, ახორციელებს სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობასა და კრეატიული სამუშაოს ხელმძღვანელობას (სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინისა და ასევე სხვა მასალების შემუშავება); ს) ახორციელებს საკომუნიკაციო/სარეკლამო ტექსტების შექმნასა და სარეკლამო მასალების დამზადების კოორდინირებას (ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვ.); ტ) ახორციელებს ცენტრის ვებ-გვერდის სტრუქტურისა და შინაარსის მართვას; უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს. 2. პროგრამებისა და პროექტების სამსახური: ა) ცენტრის ამოცანების შესრულების მიზნით ყოველწლიურად ახორციელებს მოკლვადიანი და გრძელვადიანი პროექტების/პროგრამების/ღონისძიებების დაგეგმარებას; ბ) ახორციელებს ცენტრის პროექტებისა და პროგრამების, მათ შორის სახელმწიფო მიზნობრივი და საპრეზიდენტო პროგრამების მართვას, შედეგების შეფასებასა და მონიტორინგს; გ) უზრუნველყოფს ცენტრის პროექტების/პროგრამების/ღონისძიებების შესახებ ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ამომწურავი ინფორმაციის შეთანხმებული ფორმით მიწოდებას; დ) ახორციელებს დაინტერესებულ პირთათვის სათანადო განმარტებებისა და რეკომენდაციების მიცემას პროექტში/პროგრამაში/ღონისძიებაში ჩართვასა, თუ სხვა სახით მონაწილეობასთან დაკავშირებით; ე) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, უზრუნველყოფს პროექტის/პროგრამის/ღონისძიების ბენეფიციართა შერჩევას, ინფორმირებას, მობილიზებასა და კოორდინირებას; ვ) ახორციელებს ცენტრის, მისი პარტნიორი ორგანიზაციებისა, თუ ფიზიკური პირების მიერ ცენტრის პროექტების/პროგრამების/ღონისძიებების განხორციელების შეფასებას, ადგილზე ზედამხედველობის, შესაბამის ბენეფიციართა უკუგების მიღების, ინტერვიუირების თუ შეფასების სხვა ინსტრუმენტების გამოყენების გზით; ზ) უზრუნველყოფს განხორციელებული შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის კატეგორიზაციას, სისტემატიზაციასა და დამუშავებას, სამომავლო პროექტების/პროგრამების/ღონისძიებების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; თ) ცენტრის პროექტების/პროგრამების/ღონისძიებების განხორციელების მიზნით, განსაზღრავს ცალკეული აქტივობისათის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ, ასევე არამატერიალური (სამუშაო, მომსახურება) რესურსის სახეობას, ოდენობას, ხარისხს; ი) ყოველი პროექტის/პროგრამის/ღონისძიების დასრულების შემდგომ უზრუნველყოფს სათანადო ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას, ხოლო არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას; კ) ცენტრის უფროსის მიერ პროექტების/პროგრამების დამტკიცების მიზნით, ახორციელებს შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ასევე არსებულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ბრძანების პროექტების ინიციირებას; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, ახორციელებს ცენტრში შემოსულ კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირებას; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს. 3. საინფორმაციო ანალიტიკური სამსახური: ა) უზრუნველყოფს ცენტრის ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო კონსოლიდირებული და ინტეგრირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას, მის საიმედო და ეფექტურ მუშაობასა და განვითარებას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ცენტრის ინფორმაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას; გ) უზრუნველყოფს ცენტრის საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციას; დ) ახორციელებს ცენტრისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, სისიტემატიზაციას და მათი დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადამუშავებული სახით მიწოდებას; ე) ახორციელებს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებას და ცენტრში დანერგვას; ვ) უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცვის საიმედოობას თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ზ) უზრუნველყოფს ცენტრის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა საცავების სისტემურ ადმინისტრირებას; თ) უზრუნველყოფს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულებს მოქმედი საინფორმაციო სისტემებით და განსაზღვრავს მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდების აუცილებლობას და სტანდარტებს; ი) უზრუნველყოფს ცენტრის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებათა გამართულ მუშაობას, მათ წვდომას გლობალური ქსელთან (ინტერნეტთან) და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურირებას, ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურებას; კ) ახორციელებს ახალი პროგრამული პროდუქტების ტესტირებას ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის და ამ პროგრამული პროდუქტების დანერგვას მათ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/სტრუქტურულ ერთეულებში, პროგრამულ პროდუქტებში ცვლილებების შეტანას, ახალ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, ინფორმაციის დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების გამოკვლევას და დადგენას, მათ საფუძველზე ტექნიკური პროდუქტებისა და დავალებების შემუშავებას, ახალი საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროდუქტების პოპულარიზაციასა და მათ გატანას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით; ლ) მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის ელექტრონული ფორმით ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად; მ) უზრუნველყოფს ცენტრის ვებ-რესურსების ადმინისტრირებასა და ცენტრის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსების ხელშეწყობას; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს. 4. საფინანსო ადმინისტრაციული სამსახური: ა) ახორციელებს შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვასა და ცენტრის წლიური ხარჯთაღრიცხვის მომზადებას; ბ) ახორციელებს ფინანსური ანგარიშების მომზადებას, ბუ­ღალ­ტრული აღრიცხვის წარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შე­სა­­ბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავ­ლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხ­ვასა და კონტროლს; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს; დ) უზრუნველყოფს ცენტრის პერსონალის მართვისა და საქ­მისწარმოების ორგანიზაციას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველ­ყო­ფას, ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების და­გეგმვასა და განხორციელებას; ე) ახორციელებს ცენტრის მიმდინარე საქმიანობის სამარ­თლებ­რივ უზრუნველყოფას; ვ) უზრუნველყოფს შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ცენტრის წარმომადგენლობას საქართველოს სასამართლოებში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი სა­მარ­თლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; თ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნე­ბუ­ლი კორესპონდენციის საქმისწარმოებას;  ი) წარმართავს საარქივო საქმიანობას; კ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდო­მო­ბას; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს.     მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება და დაფინანსების წყარო 1. ცენტრი თავისი საქმიანობისა და დაკისრებული ფუნქ­ციე­ბის განსახორციელებლად ფლობს ქონებას, რომელიც ფორ­მირ­დება: ა) სამინისტროს წინადადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემული ქონებისაგან; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან. 2. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახს­რები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემო­სავ­ლები; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს და საზღვარგარეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული შემოწირულობები; ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსა და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; ვ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავ­ლები; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შე­მო­სავლები. 3. ცენტრის მიერ მიღებული, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარ­დება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.     მუხლი 7🔗. ცენტრის საქმიანობის აღრიცხვა და საბუღალტრო ანგარიშგება 1. ცენტრი ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანო­ბის აღრიცხვასა და ანგარიშგებას საქართველოს მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად. 2. ცენტრის პირველი საფინანსო წელი იწყება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი უფლებაუნარიანობის წარმო­შობის მომენტიდან და მთავრდება იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბერს ( შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა კალენდარულს). 3. ყოველწლიურად ან მოთხოვნისთანავე ცენტრი მინისტრს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს. 4. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გუ­ლისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიე­რების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონო­მი­კური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრი ვალდებულია, კონტროლის განსახორციელებლად მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები. 3. მინისტრი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის უფრო­სის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. ცენტრს სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორ­ციე­ლოს: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) ცენტრის თანამშრომელთა მატერიალური წახალისები­სათ­ვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწ­ვა­ვისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების გან­საზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავში­რებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგ­ლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი ცენტრის დებულების ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადება, მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 10🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.