„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№145
სარეგისტრაციო კოდი
200110050.10.003.016818
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებ აში (სსმ, 2010 წელი, №155, მუხლი 1827) და ამ დადგენილებით დამტკიცებული მე-6 დანართის:

1.მე-2 და მე-3 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„2.

თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურება

სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა/სავარძელი)

კალენდარული

თვე

ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა/

სავარძელი) – 50 ლარი

 

3

მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურება

სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა)

კალენდარული თვე

ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) – 30 ლარი.“.

2.მე-3 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 გრაფა:

„4

სოლარიუმის მომსახურება

 

სამუშაო ადგილი (სოლარიუმის კაბინა)

კალენდარული

 თვე

ერთ სამუშაო ადგილზე (სოლარიუმის კაბინა) – 70 ლარი.“.

მუხლი 2. პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვთ მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნარჩუნდებათ მინიჭებული სტატუსი.

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური