ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.04.2012 ძალადაკარგული 07.03.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.112.016081
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2012 წლის 20 აპრილი

 ქ. ლანჩხუთი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად:

მუხლი 1 . შემოღებულ იქნეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ (ვებგვერდი 110405004, 11/04/2011) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №11 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე      რ . ჩიტიძე

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

  საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202–ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტი.

    მუხლი 4

განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

 

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

20.00

2

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

16.00

3

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

73.00

4

 ტყის მიწები (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით)

36.00

 

5

 

ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები)

3.00

6

საკარმიდამო

73

    მუხლი 5

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწ ის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ტერიტორ

იული კოეფიციე

ნტი

საბაზისო

განაკვეთი

1 მ 2 -ზე

(ლარებში )

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ 2 -ზე

(3 X 4)

1

ქ.ლანჩხუთი

1,0

0,24

0,24

2

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში

0,9

0,24

0,216

    მუხლი 6

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები , დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.