. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა

1. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს 2002 წლის 6 ნოემბრის კანონი №1710 – სსმ I, №30, 27.11.2002 წ., მუხ.134

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

[მუხლი 135
1
. ადამიანის ორგანოებით, ქსოვილებით ან უჯრედებით ვაჭრობა

1. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ადამიანის ქსოვილებით ან უჯრედებით უკანონო ვაჭრობა −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3623 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №131 - ვებგვერდი, 30.12.2024