მუხლი 167. ინფორმაციის გაცნობაზე უარის თქმა ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა
თავი XXIII — დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
პირისათვის უკანონოდ უარის თქმა მასზე არსებული ინფორმაციის ან ოფიციალური დოკუმენტის გაცნობაზე, ანდა იმ დოკუმენტის ან მასალის წარდგენაზე, რომელიც უშუალოდ შეეხება მის უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე ასეთი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მასალის არასრულად ან დამახინჯებულად წარდგენა, ანდა მის გასაცნობად სხვაგვარად უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდ
მთავარი მონაცემები
სასჯელიჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-836-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
…არის corpus delicti” და „დრო, როცა [მომჩივანმა] ჩაიდინა დანაშაული“, აგრეთვე, სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც არ ეხებოდა პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, ჩანაწერის არსებობა, რომ მომჩივნის ქმედებები „შეიცავს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული corpus delicti-ს ნიშნებს“, წარმოადგენდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას (იხ. Grabchuk v. Ukraine, no.…
საქმე №2კ-11-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.04.2018
…ს. გ-ს ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 105-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), 119-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 167-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. 2016 წლის 1 სექტემბერს ს. გ-ს…
…კონსტიტუციის 24-ე მუხლის მოთხოვნები ინფორმაციის მიღების თავისუფლებაზე, მე-17 მუხლის მოთხოვნები პიროვნების ღირსების შელახვის, და წამების დაუშვებლობაზე, რაც დასჯადი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე, 1443-ე, 153-ე, 167-ე, 332-ე, 338-ე მუხლებით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სარჩელი წარმოდგენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტის…
…და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352− 1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 1662, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა),…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 167, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-167/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია