გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3179-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
0--------ი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე: ალ------------- (AL------------I, დაბ: 09.01.1---წ.);
წარმომადგენელი: სო----------–-----ა;
მოპასუხე:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი;
წარმომადგენლები: მ---------–-----–--ე, გი------------–---–ი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1--------–ის №0------------- შეტყობინება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 0--------ს რ------ის ფედერაციის მოქალაქე ალ-------------მ (AL------------I, დაბ: 09.01.1---წ.) ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
2018 წლის 20 მარტს საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ალ-------------ს ჩაუტარა ანკეტირება და განმცხადებელი დაარეგისტრირა თავშესაფრის მაძიებელ პირად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ალ-------------ს 2018 წლის 0--------ის განცხადება (ტ.1, ს.ფ. 100-104);
-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ტ.1, ს.ფ. 89-98);
3.1.2. დადგენილია, რომ საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 1--------–ს ალ-------------სთან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ რ------ის ფედერაციის მოქალაქე, ეთნიკურად რუსი, ქრისტიანი მართლმადიდებელი, ალ------------- დაიბადა 1--- წლის 9 იანვარს, რ------ის ფედერაციაში, არხანგელსკის ოლქში, ქ-----------------–----------- წლებში სწავლობდა ქ--------–-----–----–--------–-–ი, მუ-------------–-–-----------4 წლებში სწავლობდა ქ. სევეროდვინსკის მ------–----–--------–-–--------2008 წლებში სწავლობდა ქ. სევეროდვინსკის ტექნიკურ კოლეჯში შედუღების წარმოების სპეციალობით. 2---------–-–--–- სწავლობდა უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, გ-----–-----–------ე (ინჟინერი). აღნიშნულ ტექნიკუმში სწავლის პარალელურად მუშაობდა დაცვის წევრად და გაყიდვების მენეჯერად. 2-------- წლებში მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 2-------- წლებში მუშაობდა სამხედრო სამსახურში კონტრაქტით, იყო კავშირგაბმულობის სპეციალისტის ატომურ წყალქვეშა კრეისერ „ი-----------–--------ზე“, ქ---------–ი.
თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, 2014 წლის თებერვალში ის დაიბარეს „ФCБ”-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) განყოფილებაში, ქ---------–ი და სთხოვეს გარკვეულ კრიმინალურ ბანდაში ჩანერგვა. აღნიშნული ბანდა შედგებოდა 35-მდე პირისგან და მათი ხელმძღვანელი იყო კანონიერი ქურდი ო-–---–------ი. ბანდაში იყო ასევე 4 ლიდერი: კ----------------–---–ი, იუ-------------ვი, ე----------------ვი და სევეროდვინსის სამძებრო სამსახურის უფროსი ა-–------–------ი. „ФCБ”-ს თანამშრომელმა ალ-------------–------მა (რომელიც აღნიშნულ საქმეს ხელმძღვანელობდა) განმცხადებელს სთხოვა ჩანერგვის შედეგად მისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული ბანდის საქმიანობის შესახებ, კერძოდ: თუ რა გზით ახორციელებდნენ აღნიშნული ბანდის წევრები კომუნიკაციას, რა სახის დანაშაულები ჰქონდათ ჩადენილი, რომელ კანონიერ ქურდებთან ჰქონდათ კონტაქტი (რ------ის ფედერაციის ფარგლებში) და ახორციელებდნენ თუ არა იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას. განმცხადებლის თქმით, აღნიშნული ბანდა ქ. სევეროდვინსკში იყო განთავსებული და იქიდან გამომდინარე, რომ განმცხადებელიც აღნიშნული ქალაქიდან იყო და ამასთან ერთად სპორტსმენი, მისი ჩანერგვა გამარტივდებოდა. განმცხადებელს განუმარტეს, რომ აღნიშნული ოპერაცია სამშობლოსთვის მნიშვნელოვანი იყო და უარის თქმის შემთხვევაში მას გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. განმცხადებელი დათანხმდა, მისცეს შვებულება სამხედრო სამსახურიდან და ის დაბრუნდა ქ. სევეროდვინსკში.
თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, იგი სევეროდვინსკში ქ------------ან დაბრუნდა 2014 წლის 6 მარტს. „ФCБ”-ს განყოფილებაში მას გააცნეს ვინმე ი-–-------------ვი, რომელიც ასევე ჩანერგილი იყო ბანდაში. განყოფილებაში განმცხადებელმა და კურბანოვმა დეტალებში გაიარეს თუ როგორ უნდა მომხდარიყო მაისკის ბანდის წევრების ნდობის მოპოვება და ჩანერგვა. 10-12 მარტს კურბანოვმა კაფე „ე---––ი“ განმცხადებელს გააცნო კუ-----–---–-ს დაჯგუფების წევრები და ვ----------. 1 კვირის შემდეგ კურბანოვმა აქტიურად დაიწყო განმცხადებლის დასწრება ბანდის შეკრებებზე. მაისკი 2 კვირაში ერთხელ „ФCБ”-ს აბარებდა ანგარიშს ბანდის აქტივობების შესახებ. ერთი თვის შემდეგ განმცხადებელმა მოიპოვა ბანდის წევრების ნდობა და ის აიყვანეს ბანდის წევრად კუ-----–---–-ს დაჯგუფებაში (ვ----------ს რეკომენდაციით). თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით ის ესწრებოდა გამოძალვისა და შანტაჟის ფაქტებს, თუმცა პირადად არ ახორციელებდა აღნიშნულ დანაშაულს. 2014 წლის მა--–ი განმცხადებელმა ბანდის ლიდერი შ-------ც გაიცნო და მისი ნდობაც მოიპოვა. აღნიშნულ ბანდაში განმცხადებელი იყო 2014 წლის მაისიდან 2014 წლის 10 ოქტომბრამდე. ბანდაში ყოფნის პერიოდში განმცხადებელმა „ФCБ”-ს თანამშრომლებს და უშუალოდ ალ-------------–------ს გადასცა ყველა ინფორმაცია აღნიშნული დაჯგუფების აქტივობის შესახებ. ბანდაში ყოფნის პერიოდში განმცხადებელმა გამოავლინა ბანდის კავშირი 7 კანონიერ ქურდთან, ასევე ის გზები, რითიც ახორციელებდნენ ბანდის წევრები ერთმანეთთან და თანამონაწილეებთან კომუნიკაციას, გარდა ამისა აღმოაჩინა თუ რა სახით ახორციელებდნენ იარაღის უკანონო ბრუნვას. (ნარკოტიკებით ვაჭრობა ბანდაში არ დაფიქსირებულა). 2014 წლის ოქტომბერში „ФCБ”-მ განმცხადებელს აუწყა, რომ საკმარისი ინფორმაცია მიიღეს და მას შეეძლო ქ---------–ი დაბრუნება და სამხედრო სამსახურის გაგრძელება. თავშესაფრის მაძიებელმა ბანდის წევრებს უთხრა, რომ მიდიოდა, თუმცა სად და რამდენი ხნით არ დაუკონკრეტებია, რათა ეჭვი არ აეღოთ. 2014 წლის ბოლოს განმცხადებელი დაიბარეს „ФCБ”-ს განყოფილებაში და აუხსნეს, რომ მალე განხორციელდებოდა დაჯგუფების წევრების დაკავება, აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელს ზეპირად, ოქმის სახით და სასამართლოზეც უნდა დაედასტურებინა მის მიერ მიღებული ინფორმაცია მოწმის სახით. 2014 წლის 9 ნოემბერს დააკავეს ბანდის ყველა წევრი, გარდა შ-------სა. მან არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შეაფარა თავი. 16-17 ნოემბერს განმცხადებელი დაიბარეს „ФCБ”-ს განყოფილებაში და აცნობეს, რომ უნდა განეხორციელებინათ მისი დაკავება, მისივე უსაფრთხოების მიზნით, რადგან შ------- თავისუფალი იყო და შესაძლო იყო განმცხადებელზე ზეწოლის მცდელობა. 18 ნოემბერს განმცხადებელი გადაიყვანეს არხანგელსკის საგამოძიებო იზოლატორში, სადაც წელიწადნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. იზოლატორში ყოფნის პერიოდში (2014 წლის 29 დეკემბერს) განმცხადებელს შეადგენინეს დოკუმენტი, სადაც ჩამოაწერინეს აღნიშნული ბანდის დანაშაულებრივი საქმიანობა და კავშირები. განმცხადებელმა ხელწერილით დადო პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებდა: დაკითხვაზე პირისპირ დაუპირისპირდებოდა ბანდის წევრებს, მოაწერდა ხელს დოკუმენტებს და ჩვენებას მისცემდა სასამართლო პროცესზე. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს განმცხადებელმა, „ФCБ”-ს თანამშრომლებმა, საგამოძიებო კომიტეტის წევრებმა და ოლქის პროკურორმა. ამის შემდეგ 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა განმცხადებლის ჩვენებების დაოქმება. ბანდის წევრებთან დაკითხვისას დაპირისპირება მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში (2015 წლის მა-----------–---ან 2015 წლის ბოლომდე). 2015 წლის მა--–ი განხორციელდა შ-------ს ექსტრადიცია დუბაიდან და მასთან დაკითხვისას დაპირისპირება („ო------------“) განხორციელდა 2015 წლის ნოემბერში. პროცედურების დასრულების შემდეგ, 2016 წლის 27 მარტს თავშესაფრის მაძიებელი გაათავისუფლეს და დაავალეს პეტერბურგში გადასვლა, სადაც თავშესაფრის მაძიებლის მეუღლე და ქალიშვილი ცხოვრობდნენ. პეტერბურგში კვირაში ერთხელ საგამოძიებო კომიტეტს განმცხადებელი აწვდიდა ინფორმაციას ჰქონდა თუ არა ადგილი მასზე ზეწოლის და მუქარის ფაქტებს. თავშესაფრის მაძიებელი პეტერბურგში ცხოვრობდა 2016 წლის 29 მარტიდან 2017 წლის 29----------მდე, სადაც მუშაობდა შპს „დ----–----------ში“ მიკრო დაფინანსების სპეციალისტად და ხომალდების შეღებვის სპეციალისტად. 2017 წლის 16 მაისს ჩაინიშნა სასამართლო პროცესი. ალ------------- აღნიშნავს, რომ 2017 წლის მარტიდან მის მობილურზე ხორციელდებოდა დაფარული ნომრებიდან მუქარის შემცველი ზარების განხორციელება, განმცხადებელს სთხოვდნენ მიცემულ ჩვენებებზე უარის თქმას და პროცესზე არგამოცხადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მის და მის ოჯახს მოკვლით ემუქრებოდნენ. აღნიშნული ზარები თავიდან 2-3 კვირაში ერთხელ ხორციელდებოდა, ხოლო პროცესის მოახლოებასთან ერთად ზარების ინტენსივობა იზრდებოდა. 2017 წლის 14 მაისს, სახლში დაბრუნებისას, ჩაბნელებულ სადარბაზოში განმცხადებელს კეფაში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი, გამოფხიზლებისას დამნაშავეები იქ აღარ იმყოფებოდნენ, საჭირო გახდა განმცხადებლის საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, შესაბამისად ჩანიშნული პროცესი გადაიდო 2017 წლის 29----------სთვის. თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუქარების შესახებ იგი დაუყოვნებლივ ატყობინებდა საგამოძიებო კომისიას, თუმცა ისინი არანაირ ქმედებას არ ახორციელებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ არაფრის შეშინებოდა. საავადმყოფოში განთავსებიდან 2 დღის შემდეგ განმცხადებელთან მივიდა „ФCБ”-ს თანამშრომელი, რათა დეტალურად მიეღო ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, აღნიშნულმა პირმა მას უთხრა, რომ თუ ჩვენების მიცემაზე უარს იტყოდა უარესი დაემართებოდა. ამის შემდეგ კვლავ განახლდა მუქარისშემცველი ზარები, განმცხადებელს ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების მოკვლით. ბოლო ზარი 28 აგვისტოს განახორციელეს, განმცხადებელს შეეშინდა, ხედავდა, რომ „ФCБ”-ს მისი დაცვა არ შეეძლო და მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით არ წავიდა ჩანიშნულ პროცესზე და 2017 წლის 29----------ს ჩამოფრინდა საქართველოში, ქ. ბათუმში. 2018 წლის 1------------–ს განმცხადებელი დააკავეს საქართველოს სამართალდამცავებმა, რადგან მასზე იყო გამოცხადებული წითელი ცირკულარით ძებნა. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, მასზე აღიძრა საქმე, რადგან დაარღვია შეთანხმება და ჩვენება არ მისცა პროცესზე, ამიტომაც სჭირდება ის „ФCБ”-ს, რადგან ის არის მთავარი მოწმე. განმცხადებლის მტკიცებით, რ------ის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან, რადგან არ სურთ, რომ თავშესაფრის მაძიებელმა მისცეს ჩვენება, ამასთან ჩვენების არმიცემის შემთხვევაში მას გაუსწორდებიან „ФCБ”-ს თანამშრომლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ტ.1, ს.ფ. 89-98);
-თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 80-88);
3.1.3. დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილებამ ალ-------------ს საქმეზე შეადგინა დასკვნა. დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად თავშესაფრის მაძიებელმა გადმოსცა საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გასაუბრების დროს. დასკვნაში მითითებულია, რომ საქმის განხილვისას სამმართველომ სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, სადაც სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ანგარიშში მითითებულია, რომ რ------ის მასშტაბით ციხეებში არსებული მდგომარეობა განსხვავდება და ზოგჯერ მძიმეა. განსაკუთრებით ეს უკავშირდება ციხეების გადატვირთულობას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, საკვების მოცულობას, დარღვევებს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან და არასათანადო სანიტარულ პირობებს. სასამართლომ განიხილა უამრავი განაცხადი, რომელიც შეეხებოდა რ------ის წინასწარი დაკავების ციხეებში დაკავების პირობებს. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, სასამართლოს აზრით, რ------ის ფედერაციის წინასწარი დაკავების ციხეებში არსებული ვითარება სერიოზული განხილვის საგანს წარმოადგენს. არსებული ანგარიშების გათვალისწინებით, დაკავების პირობები მძიმეა და ჯერ კიდევ ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს დაკავებულთა მიმართ, განსაკუთრებით ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. თუმცა, სასამართლო საბოლოო ჯამში მიიჩნევს, რომ ციხეებში არსებული ზოგადი სიტუაცია არ არის ისეთი, რომ ნებისმიერი ექსტრადიცია რ------ში წარმოადგენდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ამიტომ აუცილებელია მოხდეს საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასება.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისთვის წარმოდგენილი იქნა რ------ის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის ს.ა. კა-----------ს დიპლომატიური გარანტიები (წერილი #81/3-1957-17 1-------), რომლის თანახმადაც, ალ-------------ს ექნება ყველანაირი საშუალება დაცვისათვის. მათ შორის, ადვოკატის აყვანის უფლება; არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანური ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პირობები); როგორც რ------ის ფედერაციის მოქალაქე, იგი არ გადაეცემა სხვა სახელმწიფოს.
დასკვნაში განმარტებულია, რომ რ------ის ფედერაციის მოქალაქე ალ------------- (დაბ: 09.01.1---წ.) ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
რ------ის ფედერაციის მოქალაქე ალ------------- (დაბ: 09.01.1---წ.) ვერ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.
ამდენად, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ რ------ის ფედერაციის მოქალაქეს ალ-------------ს (დაბ: 09.01.1---წ.) უარი ეთქვას, როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 62-72);
3.1.4. მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ საქმის მასალებში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ,,რ------ის ფედერაციაში ყოველწლიურად, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი სხვადასხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან მსხვერპლად ან მოწმედ გვევლინება. მათგან ყოველი მეხუთე იღებს მუქარას ჩვენების შეცვლის ან ჩვენებაზე საერთოდ უარის თქმის მოთხოვნით. მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ მიმართავს პოლიციას, რადგან დამნაშავეთა შურისძიების ეშინია ან არ სჯერა სახელმწიფო დაცვის ეფექტიანობის. კანონმდებლობა სახელმწიფო დაცვის შესახებ რ------ის ფედერაციის კონსტიტუციას ეფუძნება და შედგება სხვადასხვა ნორმატიული აქტისგან. მათ შორისაა: ფედერალური კანონი მსხვერპლთა, მოწმეთა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების სხვა მონაწილეთა სახელმწიფო დაცვის შესახებ, რ------ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი, სხვადასხვა შიდა ნორმატიული აქტები და ასევე საერთაშორისო შეთანხმებები. ფედერალური კანონი მსხვერპლთა, მოწმეთა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების სხვა მონაწილეთა სახელმწიფო დაცვის შესახებ მიღებულია 2004 წლის 20 აგვისტოს.
აღნიშნული კანონის თანახმად, მსხვერპლთა, მოწმეთა და სხვათა სახელმწიფო დაცვა გულისხმობს უსაფრთხოების ზომების გატარებას, რაც მიმართულია მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და/ან ქონების დასაცავად, ასევე მათ სოციალურ მხარდაჭერას. დასაცავი პირის მიმართ შეიძლება გატარდეს ერთი ან რამდენიმე ღონისძიება შემდეგი ჩამონათვალიდან: პირადი დაცვა, საცხოვრებლის და ქონების დაცვა; სპეციალური თავდაცვითი საშუალებებით აღჭურვა, როდესაც მომატებულია საფრთხე; დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონაცემების კონფიდენციალობის უზრუნველყოფა; სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადაყვანა; დოკუმენტების შეცვლა; გარეგნობის შეცვლა; სამსახურის ან სასწავლო ადგილის შეცვლა; დროებით განთავსება უსაფრთხო ადგილას; უსაფრთხოების სხვა დამატებითი ზომების გატარება.
დასაცავი პირის მიმართ, შეიძლება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარებაც. პირველ 4 პუნქტში ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარება ხდება მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
2006-2008 წლებში სახელმწიფო პროგრამით 3296 პირმა ისარგებლა. მათგან 63% იყო მოწმე, რომელთაც ითხოვეს სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფა. დანარჩენ ნაწილს მსხვერპლები, ეჭვმიტანილები და ბრალდებულები წარმოადგენდნენ.
2009 წლის 2 ოქტომბერს დამტკიცდა მსხვერპლთა, მოწმეთა და სასამართლო საქმისწარმოების სხვა მონაწილეთა დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2009-2013 წლებისთვის. პროგრამა კანონის შესაბამისად მომზადდა. პროგრამა მიმართულია კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებისკენ ყველა პირის მიმართ, მისი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, ქონების, თანამდებობის და სოციალური მდგომარეობის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების მიუხედავად.
2008 წლის 6 სექტემბრის საპრეზიდენტო ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სტრუქტურული ერთეული შეიქმნა, რომელიც პასუხისმგებელია პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ყველა რეგიონში მოქმედებს პოლიციის სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის საჭიროების მქონე პირის უსაფრთხოებას. 2011 წელს სახელმწიფო დაცვის განმახორციელებელმა უწყებამ 3289 პირის დაცვა უზრუნველყო, რისთვისაც გაატარა 5459 შესაბამისი ღონისძიება. სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის 254 საქმე აღიძრა. დაცვის ქვეშ მყოფი პირებიდან 790 იყო მოწმე, 863 მსხვერპლი და 485 ნათესავი და ახლობელი პირი.
2017-2018 წლებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვერპლთა, მოწმეთა და სასამართლო საქმისწარმოების სხვა მონაწილეთა დაცვის პროგრამისთვის დაფინანსების ზრდას მიაღწია - ყოველწლიურად პროგრამის განსახორციელებლად 280 მილიონი რუბლი დაიხარჯება. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 2008 წლიდან 7-დან 12 ათასამდე მერყეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი საიდუმლო მოწმის სახელმწიფო დაცვის პროგრამით დაცვა თვეში 100 ათასი რუბლი ღირს.
კანონი არ აწესებს ვადებს თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სახელმწიფო დაცვა. დაცვის ქვეშ შესაძლოა პირი მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩეს. საშუალოდ, „ობიექტის“ დაცვა ერთი ან ორი წლის განმავლობაში ხორციელდება. ხშირად პირებს ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით ამარაგებენ - პისტოლეტები რეზინის ტყვიით, ელექტროშოკები და სხვა. ასევე, უცვლიან პირად მონაცემებს, აძლევენ ახალ პასპორტებს და უცვლიან გარეგნობას. ხანდახან პირის დასაცავად მისი სიკვდილის გათამაშება ხდება - ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები ასეთ დროს პირის გასვენების ინსცენირებასაც დგამენ და გარდაცვალების მოწმობასაც ამზადებენ.
კანონით გათვალისწინებულია პლასტიკური ოპერაციების დაფინანსება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პრაქტიკაში ამ საშუალების გამოყენება არ მომხდარა. მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო დაცვის პროგრამით შეიძლება ისარგებლოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც დანაშაულის მოწმეა და მისი ან მისი ოჯახის წევრების მიმართ ადგილი აქვს რეალურ მუქარებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ. 105-108);
3.1.5. გასაუბრების მასალებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 1--------–ს მიღებული იქნა №0------------- შეტყობინება, რომლის თანახმადაც ალ-------------ს უარი ეთქვა საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1--------–ის №0------------- შეტყობინება (ტ.1, ს.ფ. 58-59);
3.1.6. მოსარჩელე ალ-------------ს რ------ის ფედერაციაში ბრალი ედება რ------ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (8 ეპიზოდი), 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (2 ეპიზოდი), 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით (3 ეპიზოდი), 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2 ეპიზოდი), 330-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 318-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, როგორიცაა: კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა, ბანდიტიზმი, გამოძალვა, ხულიგნობა, საკუთრების განზრახ დაზიანება ან განადგურება, ძალის გამოყენება სამართალდამცავების წინააღმდეგ. აღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით სასჯელის მაქსიმალურ ვადად გათვალისწინებულია 15 წელი.
ზემოაღნიშნული ბრალდებების გამო, ალ------------- წარმოადგენს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილ პირს, რომელიც მოსკოვის ინტერპოლის მომართვის საფუძველზე, 2018 წლის 1------------–ს დაკავებული იქნა ქართველი სამართალდამცველების მიერ. ალ-------------ს წარმოშობის ქვეყანაში ექსტრადიციის მიზნით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა და იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, საიდანაც ამჟამად გათავისუფლებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საექსტრადიციო მასალები (ტ.2).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა
სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს. კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, სადავო აქტის გამოცემის დროისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, ალ-------------ს უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1--------–ის №0------------- შეტყობინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან - ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიცაა საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
სასამართლო მითითებული მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმობს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლს, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.
შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.
მანამ, სანამ სასამართლო დაადგენს შიშის ობიექტურს საფუძველს, სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირს არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი წარმოშობის ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. შესაბამისად ზემოთხსენებულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებასთან - საფუძვლიან შიშთან ერთად სახეზე უნდა იყოს დევნა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება კრიმინალური ავტორიტეტების, კანონიერი ქურდების მხრიდან, რადგან მათ არ სურთ, რომ ალ-------------მ მათ წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, ხოლო სახელმწიფო მას ვერ დაიცავს. ამასთან, მიუთითებს, რომ ჩვენების არმიცემის შემთხვევაში მას გაუსწორდებიან „ФCБ”-ს თანამშრომლები, ვინაიდან მან დაარღვია შეთანხმება, არ მისცა ჩვენება სასამართლო პროცესზე და ჩამოვიდა საქართველოში.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
სასამართლო განმარტავს, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე, მისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნდების შიშის გამომწვევ ერთერთ მიზეზს კანონიერი ქურდების მუქარა წარმოადგენს. ამდენად, შიში არ უკავშირდება წარმოშობის ქვეყანაში მის დევნას ან დევნის განხორციელების საფრთხეს რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, რაც ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ქურდების მხრიდან მუქარის ფაქტი არ წარმოადგენს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის ფარგლებში განსახილველ საკითხს და ვერ გახდება მოსარჩელისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძველი, ვინაიდან კანონიერი ქურდების მუქარა კრიმინალური ხასიათის ფაქტია და არ წარმოადგენს პირის დევნას ან დევნის განხორციელების საფრთხეს რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო.
რაც შეეხება, ალ-------------ს შიშს სახელმწიფოს მხრიდან მის დაუცველობასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული. სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, რ------ის ფედერაციაში მოქმედებს კანონი მსხვერპლთა, მოწმეთა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების სხვა მონაწილეთა სახელმწიფო დაცვის შესახებ. აღნიშნული კანონის თანახმად, მსხვერპლთა, მოწმეთა და სხვათა სახელმწიფო დაცვა გულისხმობს უსაფრთხოების ზომების გატარებას, რაც მიმართულია მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და/ან ქონების დასაცავად, ასევე მათ სოციალურ მხარდაჭერას. დასაცავი პირის მიმართ შეიძლება გატარდეს ერთი ან რამდენიმე ღონისძიება შემდეგი ჩამონათვალიდან: პირადი დაცვა, საცხოვრებლის და ქონების დაცვა; სპეციალური თავდაცვითი საშუალებებით აღჭურვა, როდესაც მომატებულია საფრთხე; დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონაცემების კონფიდენციალობის უზრუნველყოფა; სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადაყვანა; დოკუმენტების შეცვლა; გარეგნობის შეცვლა; სამსახურის ან სასწავლო ადგილის შეცვლა; დროებით განთავსება უსაფრთხო ადგილას; უსაფრთხოების სხვა დამატებითი ზომების გატარება. 2006-2008 წლებში სახელმწიფო პროგრამით 3296 პირმა ისარგებლა. მათგან 63% იყო მოწმე, რომელთაც ითხოვეს სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფა. დანარჩენ ნაწილს მსხვერპლები, ეჭვმიტანილები და ბრალდებულები წარმოადგენდნენ. 2009 წლის 2 ოქტომბერს დამტკიცდა მსხვერპლთა, მოწმეთა და სასამართლო საქმისწარმოების სხვა მონაწილეთა დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2009-2013 წლებისთვის. პროგრამა კანონის შესაბამისად მომზადდა. პროგრამა მიმართულია კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებისკენ ყველა პირის მიმართ, მისი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, ქონების, თანამდებობის და სოციალური მდგომარეობის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების მიუხედავად. 2008 წლის 6 სექტემბრის საპრეზიდენტო ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სტრუქტურული ერთეული შეიქმნა, რომელიც პასუხისმგებელია პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ყველა რეგიონში მოქმედებს პოლიციის სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის საჭიროების მქონე პირის უსაფრთხოებას. 2011 წელს სახელმწიფო დაცვის განმახორციელებელმა უწყებამ 3289 პირის დაცვა უზრუნველყო, რისთვისაც გაატარა 5459 შესაბამისი ღონისძიება. სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის 254 საქმე აღიძრა. დაცვის ქვეშ მყოფი პირებიდან 790 იყო მოწმე, 863 მსხვერპლი და 485 ნათესავი და ახლობელი პირი. კანონი არ აწესებს ვადებს თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სახელმწიფო დაცვა. დაცვის ქვეშ შესაძლოა პირი მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩეს. საშუალოდ, „ობიექტის“ დაცვა ერთი ან ორი წლის განმავლობაში ხორციელდება. ხშირად პირებს ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით ამარაგებენ - პისტოლეტები რეზინის ტყვიით, ელექტროშოკები და სხვა. ასევე, უცვლიან პირად მონაცემებს, აძლევენ ახალ პასპორტებს და უცვლიან გარეგნობას. ხანდახან პირის დასაცავად მისი სიკვდილის გათამაშება ხდება - ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები ასეთ დროს პირის გასვენების ინსცენირებასაც დგამენ და გარდაცვალების მოწმობასაც ამზადებენ. კანონით გათვალისწინებულია პლასტიკური ოპერაციების დაფინანსება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პრაქტიკაში ამ საშუალების გამოყენება არ მომხდარა. მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო დაცვის პროგრამით შეიძლება ისარგებლოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც დანაშაულის მოწმეა და მისი ან მისი ოჯახის წევრების მიმართ ადგილი აქვს რეალურ მუქარებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ რ------ის ფედერაცია მოწმის დაცვის სპეციალურ მექანიზმებს ითვალისწინებს, რაც პრაქტიკაშიც ხორციელდება, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალ-------------ს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის გამოიყენოს სახელმწიფო დაცვა.
ჩვენების არმიცემის გამო „ФCБ”-ს თანამშრომლების მიერ მოსარჩელის შესაძლო დევნის შიშთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოშობის ქვეყანაში ალ-------------ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, ასევე რ------ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (8 ეპიზოდი), 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (2 ეპიზოდი), 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით (3 ეპიზოდი), 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2 ეპიზოდი), 330-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 318-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა, ბანდიტიზმი, გამოძალვა, ხულიგნობა, საკუთრების განზრახ დაზიანება ან განადგურება, ძალის გამოყენება სამართალდამცავების წინააღმდეგ) ჩადენის ბრალდებით მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის განხილვა არ წარმოადგენს პირისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსახილველ საკითხს და ვერ იქნება განხილული საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხთან მიმართებაში.
სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ალ------------- საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის 29----------ს, ხოლო ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს მიმართა მხოლოდ 2018 წლის 0--------ს, ანუ მას შემდეგ რაც იგი დაკავებული იქნა ქართველი სამართლდამცველების მიერ 2018 წლის 1------------–ს და წარმოშობის ქვეყანაში ექსტრადიციის მიზნით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. აღნიშნული სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მოსარჩელეს რ------ის ფედერაციაში დაბრუნება მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის გამო არ სურს.
სასამართლო განმარტავს, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. ის თუ რამდენად გაუტოლდება სხვა ზიანის მომტანი ქმედება ან საფრთხე დევნას, დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებს ახლავს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ სუბიექტურ ელემენტზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი - წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ალ-------------ს მიმართ ძალადობის განხორციელების ვარაუდის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის ადამიანის უფლებების სისტემატურ შელახვაში გამოხატული დევნა ან დევნის განხორციელების რეალური შიში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც იგი შეიძლება ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელისათვის ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. რაც შეეხება, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს, სასამართლო მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.
ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ალ-------------ს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დაემუქროს პატიმრობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კვლევა განახორციელა ასევე ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით.
სასამართლო მიუთითებს, საქმის მასალებში წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ციხეებში არსებული ზოგადი სიტუაცია არ არის ისეთი, რომ ნებისმიერი ექსტრადიცია რ------ში წარმოადგენდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ამიტომ აუცილებელია მოხდეს საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასება.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისთვის რ------ის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის ს.ა. კა-----------ს მიერ წარმოდგენილ დიპლომატიურ გარანტიებზე (წერილი #8----------- 1-------), რომლის თანახმადაც, ალ-------------ს ექნება ყველანაირი საშუალება დაცვისათვის. მათ შორის, ადვოკატის აყვანის უფლება; არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანური ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პირობები); როგორც რ------ის ფედერაციის მოქალაქე, იგი არ გადაეცემა სხვა სახელმწიფოს.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მოსარჩელე არ დადგება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკის წინაშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ალ-------------სთვის საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევის, სხდომათა საჯაროობის პრინციპის დარღვევა, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის ჩატარების პროცედურების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1--------–ის №0------------- შეტყობინება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქათველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ლტოლვილები – საჩივრებზე მათი ლტოლვილად არცნობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ვინაიდან ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (მოპასუხეს, იმავე კოდექსის 53-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, ვერანაირი ხარჯის გადახდა ვერ დაეკისრება), სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები გაღებულია სახელმწიფოს მიერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 22-ე, 2125-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის განმავლობაში სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი