1. მიკრობიოლოგიური ან სხვა ბიოლოგიური აგენტისადმი ან ტოქსინისადმი მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ეპიდემიის ანდა ეპიზოოტიის გავრცელება ან გარემოსათვის სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.