საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისგან, საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან ნებისმიერი სახის შემოწირულების სახით უცხოური სახსრების პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება −
ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1380 – ვებგვერდი, 04.03.2026