თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.04.2012 ძალადაკარგული 26.02.2015
ნომერი
№158
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.160.016141
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №158

2012 წლის 30 აპრილი

 ქ . რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.    

განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ოდენობა 1 კვ/მ -ზე 1 ლარის დაანგარიშებით.

    მუხლი 2.

მოსაკრებლის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილება მიენიჭოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს.

    მუხლი 3.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გაანგარიშების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №63 დადგენილება.

    მუხლი 4.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         კ . გურგენიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.02.2015.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“?
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 30.04.2012. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. დოკუმენტის ნომერი — №158. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.160.016141.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.02.2015-დან.
სად არის „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“, №158, 30.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.160.016141 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1644998/