„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№160
სარეგისტრაციო კოდი
200250000.10.003.016833
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №160

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2010წლის30მარტის№96დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20მუხლის მე -4პუნქტის შესაბამისად,„საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) 111  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

 ბ) 112 მუხლის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 113 მუხლი:

მუხლი 113

„სსიპ –შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“მე-4 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირი საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნებისათვის.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-15გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15

ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება

 

 

20 ლარი“;

ბ) 31-ე გრაფა ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 25 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ -მინისტრი                                                        ნ . გილაური