"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №327
2012 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1 4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით გა ნსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების ს აფასური გადახ დი ლი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის დადგენილ ვადაში, გარდა ამ მუხლით ა და 1 5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
2. 112 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის საფუძ ვ ლით პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელ შეკ რუ ლე ბის შე წყვეტის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია დაიბრუნოს პირადი სა გადასახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობისათვის გადახდილი სა ფასურის თანხა, დარჩენილი პერიოდის (მიუღებელი მომსახურების) პრო პორციულად.“.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გა ვ რ ცე ლ დეს 2012 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთი ერ თო ბებზე.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი