თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.05.2012 ძალადაკარგული 22.08.2019
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016115
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №25

2012 წლის 3 მაისი
ქ.
ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში  მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და 22-ე მუხლების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე III და IV კლასის მშენებარე (ახალი მშენებლობა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების ექსპლუატაციის შემდგომი სავალდებულო საგარანტიო პერიოდი 10 (ათი) წლის ვადით, როგორც სანებართვო პირობა.
2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მშენებლობის დამკვეთი (უფლებამონაცვლე) ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ექსპლუატაციაში მიღებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების მოვლა-პატრონობა, რაც გულისხმობს გარემოს ზემოქმედების ან/და სხვა გარემოებების შედეგად  დაზიანებული ფასადების აღდგენა/რეაბილიტაციას და ფერის განახლებას.
3. აღნიშნული დადგენილების მოქმედება მშენებლობის დამკვეთზე (უფლებამონაცვლეზე) ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპლუატაციაში მიღებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ბინები სამოქალაქო გარიგებების საფუძველზე გასხვისებულია და საცხოვრებელი სახლი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას.
4. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღებული  (ახალი მშენებლობა)  III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება დაინტერესებული პირის მიერ წერილობით შეთანხმებულ იქნე
ს მშენებლობის დამკვეთთან (უფლებამონაცვლესთან) და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ არის უფლებამოსილი მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილი ორგანო მოახდინოს მშენებლობის ნებართვის გაცემა (შეთანხმება) კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა განიხილება სანებართვო პირობების დარღვევად და  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოახდინოს მშენებლობის დამკვეთის (უფლებამონაცვლის) მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
6. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე           გ. კირთაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.08.2019.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“?
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 03.05.2012. მიმღები ორგანო — თვიმმართველი ქალაქი ბათუმი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.132.016115.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.08.2019-დან.
სად არის „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“, №25, 03.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016115 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1648534/