მუხლი 211. მოსამართლის ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე
თავი VII — 1. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით
ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე მეწარმის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925 - სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60
საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063 - სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (23.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-585(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
…№3232 ბრძანების გამოცემის საფუძვლად არსებული მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 17 თებერვლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი და ოქმში მითითებული შესაბამისი ოპერატიული (საიდუმლო) ინფორმაცია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 211 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაში არ მიეთითება მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული…
საქმე №ბს-29-29(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2006
…დასაბუთებას, რამდენადაც მეწარმის საქმიანობის შემოწმების კანონიერების მსჯელობაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს რაიონული /საქალაქო/ სასამართლო, მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მეწარმის ადგილსამყოფლის მიხედვით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 211 მუხლის თანახმად. ამასთან, მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს ბრძანების კანონიერებაზე…
…მიმართოს მაკონტროლებელ ორგანოს ან სასამართლოს. ამავე კანონის 3.7 მუხლის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 211 მუხლის მიხედვით, ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე…