ამ კოდექსის 2166  მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოქმედებას. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6759 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

თავი VII18. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020