საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანების დანართი №1 და №2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/118
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/118

2012  წლის 17 აპრილი        

 ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანების დანართი №1-სა და №2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2011 წლის 6 დეკემბრის №01-02/380 კორესპონდენციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად,  ვბრძანებ:

1. ქ. ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის                        16 ივლისის №3/165 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2008 წ., №31 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

 დანართში შეტანილი რიგითი ნომერი 53 და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №020501006, ნაცვლად „თამარ მეფის დასახლება ”, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1 ”.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დაპარტამენტს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7)

ნ. რურუა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო

ბარათი  №020501006

 

 

1. სახელწოდება – მუზეუმი

2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1

3. სახეობა – არქიტექტურის

4. თარიღი –  XX ს-ის შუა ხანა