„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №100/ნ
2012 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმაში (დანართი №1) (ვებგვერდი, 110725031, 28.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016163) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. საქართველოში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტში – დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „თ“, „ი“, „კ“, „ნ“, „ო“, „ჟ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით მიეთითება:
ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშე);
ბ) ცენტრის ლოგო;
გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;
დ) ცენტრის ბეჭედი.“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:
„72 საქართველოში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის შინაარსი უნდა იძლეოდეს კვალიფიკაციის იდენტიფიცირების საშუალებას.”.
3. მე-5 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. საქართველოში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი შეიცავს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი – მე-4, 71, 72 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემს ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან.
დ. შაშკინი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №100/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.016366.
- რამდენი მუხლისგან შედგება „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №100/ნ, 21.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016366 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1657454/