საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მუნიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №3/127
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიულ პირ შ ი – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 55-ე, 56-ე მუხლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში) დაცულ დანართ №1-ში მითითებულ ექსპონატებს, თანახმად დანართ №2-ში მითითებული სააღრიცხვო ბარათებისა.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, დანართში მითითებულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს, წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა ამ დანართში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7).
ნ. რურუა
დანართი №1
| № | დასახელება | სააღრიცხვო ბარათის № (იხ. დანართი №2) |
| 1. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. ტიფლისი. მიხეილის ხიდზე მოძრაობის მომენტალური ფოტო (სემ № 3-2012/870) | 003140
|
| 2. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. ორი მუშა ტიკით (სემ №3-2012/1164) | 003141
|
| 3. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. კახელი ტიკით და დოქით (სემ №3-2012/1979) | 003142
|
| 4. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. ქართული პურის გამყიდველი (სემ №3-2012/3063) | 003143
|
| 5. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. ტიფლისი. აზიელი მეუნაგირე, თივას ტვირთავს (სემ №3-2012/3804) | 003144
|
|
6. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. ტიფლისი. მჭედლები ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალ აღმართზე (სემ №3-2012/3805) | 003145 |
| 7. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. ტიფლისი. დაკლული და ცოცხალი ფრინველის გამყიდველი ”სალდათის” ბაზარში (სემ №3-2012/3826) | 003146 |
| 8. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. ტიფლისი. თათრული მეჩეთი და ხიდი მეიდანზე (სემ №3-2012/4701) | 003147 |
| 9. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. ქართველი სინით თავზე (სემ №3-2012/4708) | 003148 |
| 10. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. ტიფლისი. დარეჯანის სასახლის (მონასტრის) საერთო ხედი და მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესია (სემ №3-2012/4745) | 003149 |
| 11. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. გორი. ციხის ნაწილი და ქუჩა (სემ №3-2012/4746) | 003150
|
| 12. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. ტიფლისი. სასტუმროები “ლონდონი” და “გრანდ ოტელი”, მამა დავითის ეკლესია, მთაწმინდა, სამრეკლო ალექსანდრეს ბაღში, წმინდა გიორგის და არმიის ეკლესიები (სემ №3-2012/6549) | 003151
|
| 13. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. თევზის გამყიდველი სომეხი კინტო (სემ №3-2012/7156) | 003152 |
| 14. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტოანაბეჭდი. ქართული ურემი უღელში შებმული კამეჩით (სემ №3-2012/7163) | 003153 |
| 15. | დიმიტრი ერმაკოვი. ფოტ ოანა ბეჭდი. სომეხი მეეზოვე გამვლელებს ულოცავს დღესასწაულს (სემ №3-2012/7181) | 003154 |