საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №3/81
2012 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 55-ე, 56-ე მუხლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში (პ. ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალსა და დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში) დაცულ დანართ №1-ში მითითებულ ექსპონატებს, თანახმად დანართ №2-ში მითითებული სააღრიცხვო ბარათებისა.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, დანართში მითითებულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს, წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა ამ დანართში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7).
მოვალეობის შემსრულებელი დ. ცხადაძე
დანართი №1
| № | დასახელება | სააღრიცხვო ბარათის № (იხ. დანართი №2) |
| 1. | ამფორა (ვიტ.36. ნ.ა.მ. 1464; 12:974-680) | 003104 |
| 2. | ჭიშკრის საკეტი (ვიტ.49. ნ.ა.მ. 425; ც.ს.დ. 12:974: 2146) | 003105
|
| 3. | სამარილე (ვიტ.34. ნ.ა.მ. 706; ც.ს.დ. 12:974-1209) | 003106
|
| 4. | ცული (ვიტ.1. ნ.ა.მ. 1433) | 003107 |
| 5.
| ქანდაკება (ვიტ.1. ნ.ა.მ. 1491; ც.ს.დ. 12:974-2356) | 003108 |
| 6.
| მონეტა, რომაული, ვესპასიანესი (№3704) | 003109 |
| 7.
| მონეტა, რომაული, ტრაიანესი (№3703) | 003110 |
| 8. | საბეჭდავი (№13096) | 003111 |
| 9. | ბეჭედი (№4505) | 003112 |
| 10. | საყურე (1 ც .) (№4512) | 003113 |
| 11. | კილიტები (133 ც .) (№14519) | 003114 |
| 12. | სამაჯური (3 ც .) (№22024) | 003115 |
| 13. | საყურე (1 ც .) (№4560) | 003116 |
| 14. | საკიდი (№4640) | 003117 |
| 15. | კუბიკოსი (№3692) | 003118 |
| 16. | კუბიკოსი (№3693) | 003119 |
| 17. | სამაჯური (2 ც .) (№3699) | 003120 |
| 18. | საყურე (წყვილი) (№3701) | 003121 |
| 19. | ბეჭედი (№3702) | 003122 |
| 20. | საყურე (წყვილი) (№3685) | 003123 |
| 21. | ბეჭედი (№3686) | 003124 |
| 22. | ბეჭედი (№12888) | 003125 |
| 23. | ბეჭედი (№22112) | 003126 |
| 24. | ბეჭედი (№22113) | 003127 |
| 25. | მძივი (33 ც .) (№22114) | 003128 |
| 26. | საყურე (1 ც .) (№22126) | 003129 |
| 27. | ბეჭედი (№22127) | 003130 |
| 28. | საყურე (1 ც .) (№22137) | 003131 |
| 29. | საყურე (1 ც .) (№22138) | 003132 |
| 30. | საყურე (წყვილი) (№22143) | 003133 |
| 31. | საკიდი (№8102) | 003134 |
| 32. | სატევარი (№7232) | 003135 |
| 33. | სანელსაცხებლე (№23287) | 003136 |
| 34. | საკინძი (№23350) | 003137 |
| 35. | საკინძი (№23351) | 003138 |
| 36.
| სატევარი (№7226) | 003139 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 15.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/81.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“, №3/81, 15.03.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1653524/