საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №03/61
2014 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ–კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი სსიპ – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ექსპონატებს ამ ბრძანების დანართის მიხედვით.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, დანართში მითითებულ ნიმუშთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს, წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დანართში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7).
მინისტრი მირიანე ოდიშარია
დანართი
| № | დასახელება | სააღრიცხვო ბარათის №
|
| 1. | მაჰმუდის კოსტიუმი კ/ფ ,,მამლუქი“ (კოსტიუმის მხატვარი რ. მირზაშვილი) (1958 წელი, ქ. თბილისი; მაუდი, ოქროს ძაფი, კილიტები, ხელოვნური თვლები; სიგრძე 54 სმ, საგანე 104 სმ; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, მემორიალური და ხელოვნების ნიმუშთა ფონდი, საინვ. №მ–459) | სხ–2929 |
| 2. | შაჰ–აბასის კოსტიუმი კ/ფ ,,გიორგი სააკაძე“ (1943 წელი, ქ. თბილისი; ატლასი, აბრეშუმი, ფარჩა, ხელოვნური თვლები, ლითონის ორნამენტები, ხელოვნური მარგალიტები, კილიტები, ფარშევანგის ბუმბული; სიგრძე - 142 სმ, სიგანე - 205 სმ; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, მემორიალური და ხელოვნების ნიმუშთა ფონდი, საინვ. №მ–836) | სხ–2930 |
| 3. | მაჰმუდის კოსტიუმი კ/ფ ,,მამლუქი“ (კოსტიუმის მხატვარი რ. მირზაშვილი) (1958 წელი, ქ. თბილისი; ატლასი, ხავერდი, კილიტები, იოტები; შიდა ჩასაცმელი: სიგრძე – 108 სმ, სიგანე – 164 სმ, მოსაცმელი: სიგრძე – 133 სმ, სიგანე – 216 სმ; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, მემორიალური და ხელოვნების ნიმუშთა ფონდი, საინვ. №მ–837) | სხ–2931 |
| 4. | ოსმალური კოსტიუმი (XIX საუკუნე, თურქეთი; ხავერდი, ოქროს ძაფი, ბამბის ქსოვილი (შიდა მხარე); სიგრძე 48 სმ, სიგანე – 84 სმ; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, მემორიალური და ხელოვნების ნიმუშთა ფონდი, საინვ. №მ–616) | სხ–2932 |