განჩინება შპს „ოქროს საწმისი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/496-09
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 23 მაისი       

ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ნიკურაძემ განიხილა შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია შპს ,,ოქროს საწმისის’’ გაკოტრების საქმე.

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართეს მოქალაქეებმა და ითხოვეს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორებად აღიარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27 -ე, სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და

:

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრება 2012 წლის 30 მაისს 12:00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შენობაში (ქალაქი ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №7, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3. კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხი:

ა) კრედიტორად აღიარება.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.zestafoni. court. gov. ge.

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მის. : ქ. ზესტაფონი, წერეთლის №7). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე          შ . ნიკურაძე