განჩინება შპს „ოქროს საწმისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 10 სექტემბერი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ნიკურაძემ განიხილა შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია შპს ,,ოქროს საწმისის’’ გაკოტრების საქმე.
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართეს მოქალაქეებმა და ითხოვეს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორებად აღიარება.
აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27 -ე, სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრება 2012 წლის 26 სექტემბერს 12 :00 საათზე .
2. კრედიტორთა კრება შედგება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შენობაში (ქალაქი ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №7, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3. კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხი:
ა) კრედიტორად აღიარება.
4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.zestafoni. court. gov. ge .
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მის. : ქ. ზესტაფონი, წერეთლის №7). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე შ . ნიკურაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განჩინება შპს „ოქროს საწმისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „ოქროს საწმისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.09.2012.
- როდის იქნა მიღებული „განჩინება შპს „ოქროს საწმისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „განჩინება შპს „ოქროს საწმისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 10.09.2012. მიმღები ორგანო — ზესტაფონის რაიონული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/496-09.
- სად არის „განჩინება შპს „ოქროს საწმისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „ოქროს საწმისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/496-09, 10.09.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1745311/