საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების ეტაპებზე განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი შემდეგი ფორმებით:

ა) მონიტორინგი;

ბ) დოკუმენტური შემოწმება;

გ) ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარება;

დ) შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა.

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

კარი II. სახელმწიფო კონტროლი

თავი V. სახელმწიფო კონტროლის სახეები და მისი განხორციელების მექანიზმე