1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 1052 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1637 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.118

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1789 – სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.277

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 – ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2017 წლის 15
ივნისის

კანონი №973 – ვებგვერდი, 30.06.2017