მუხლი 230. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლი · სასკ 230
თავი XVII — ძირითადი დებულებანი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, სამართლდარღვევათა თავიდან აცილება, მოქალაქეთა აღზრდა კანონების დაცვის სულისკვეთებით, კანონიერების განმტკიცება.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-390(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2020
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანები იყო: ყოველი…
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, 230-ე, 236-ე, 264-ე მუხლების, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64.1, მე-13, 1-ლი, მე-2 მუხლების საფუძველზე, კასატორმა…
მიეთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის…
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, მუხლი 230. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28216/muxli-230/