მუხლი 231. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლი · სასკ 231
თავი XVII — ძირითადი დებულებანი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების იმ ორგანოებში (თანამდებობის პირების მიერ) წარმოების წესი, რომლებიც უფლებამოსილი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, დგინდება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლოებში წარმოების წესი დგინდება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-422(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 231-ე, 261-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ როგორც წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებით ირკვევა, 2026 წლის 11 თებერვალს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა ს.
საქმე №ბს-917(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
…მოქ. თ. ჯ-ის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება, რაზედაც შედგენილია ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლოებში წარმოების წესი დგინდება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქმე №ბს-892(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.08.2024
…გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა, როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქმე №ბს-305(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.05.2023
…გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა, როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქმე №ბს-1339(გ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2021
…გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა, როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქმე №ბს-541(ს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2020
საქმე №ბს-2(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
საქმე №ბს-542(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
საქმე №ბს-4(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2019
საქმე №ბს-3(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2019
მომჩივნის არგუმენტაცია: საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე, 239-ე მუხლებზე და ნორმატიული აქტების შესახებ მე-7 მუხლზე მითითებით სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახური შეიძლება უწევდეს ზედამხედველობას, მაგრამ არ აქვს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება.

მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, მუხლი 231. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28216/muxli-231/