1. ამ კოდექსის 17210 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს და სამართალდამრღვევს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს შეუფარდებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი.
2. ამ კოდექსის 17210 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4453 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
კარი IV. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება