თავი II — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპები
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ზომები და ქმედებები რისკის ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.
2. რისკის ანალიზი მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს:
ა) რისკის შეფასება;
ბ) რისკის კომუნიკაცია;
გ) რისკის მართვა.
3. რისკის ანალიზთან დაკავშირებული ღონისძიებებია:
ა) შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის სამეცნიერო დასკვნის საჭიროებისამებრ წარდგენა;
ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების საჭიროებისამებრ მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი;
დ) ახალი საფრთხეების საჭიროებისამებრ იდენტიფიცირება და აღწერა;
ე) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება ამ კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად საგანგებო ზომების მიღებისას;
ზ) რისკის ანალიზთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.04.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“, მუხლი 4, №6155-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016709 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659434/muxli-4/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია