თავი II — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპები
1. განსაკუთრებული გარემოების დროს, როდესაც არსებული ინფორმაციის საფუძველზე არსებობს ეჭვი ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთანავე, დროებით ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის მეცნიერულად დასაბუთება, შესაძლებელია რისკის მართვის დროებითი ზომების მიღება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ზომები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და უნდა გადაიხედოს გონივრულ ვადაში, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული რისკის ბუნებიდან გამომდინარე.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.04.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. პრევენციის პრინციპი 1. შესაძლებელია რისკის მართვის დროებითი ზომების მიღება განსაკუთრებული გარემოების დროს, როდესაც არსებული ინფორმაციის საფუძველზე არსებობს ეჭვი ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთანავე, დროებით ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის მეცნიერულად (დანსაბუთება, შესაძლებელიტა რისკურად) დაის მართვის დროებუითი ზომების მიღება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ზომები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და უნდა გადაიხედოს გონივრულ ვადაში, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული რისკის ბუნებიდან გამომდინარე.
საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“, მუხლი 9, №6155-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016709 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659434/muxli-9/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია