„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6178-რს
სარეგისტრაციო კოდი
430060000.05.001.016741
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) , 09. 01. 2012, სარეგისტრაციო კოდი : 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მას აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის საფუძველზე დადგენილი განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა იმ ფუნქციების შესრულების მიზნით, რომლებიც შეესაბამება სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებს, და სტაჟი მოიცავს სულ მცირე 12-თვიან პერიოდს წინა 5 წლის განმავლობაში ან უწყვეტ 3-თვიან პერიოდს წინა 6 თვის განმავლობაში, სერტიფიკატის განახლებამდე, ან შესრულებული აქვს ფუნქციები, რომლებიც ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტურია, ან აბარებს სათანადო გამოცდას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან წარმატებით ამთავრებს სათანადო საწვრთნელ კურსს (კურსებს), ან საზღვაო სამსახურის დასრულების შემდეგ ასრულებდა სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებზე უფრო მაღალი რანგის ფუნქციას (ზესაშტატო ფუნქციას) ან უფრო დაბალი რანგის ფუნქციას სულ მცირე 3-თვიანი პერიოდის განმავლობაში და სერტიფიკატი ძალაშია იმ რანგის მიღებამდე, რომლისთვისაც იგი გადის მომზადებას.“.

2. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობ ები , აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                               მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 15 მაისი.

№6178-რს