სს „თელასი“-ს აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება„თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო

კრების ჩატარების შესახებ

სს „თელასი“ (აქ და შემდგომ – საზოგადოება) გაცნობებთ აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად).

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების თარიღია  2012 წლის 28 ივნისი.

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების დროა  ადგილობრივი დროით 14 საათი და 30 წუთი.

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილია  საქართველო, 0154, ქ. თბილისი, ვანის ქ. 3.

აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა ადგილობრივი დროით 14 საათი  და 00 წთ.

აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების მისამართზე.

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2012 წლის 07 ივნისი.

საზოგადოების აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ აქციონერებს, რომელთაც გააჩნიათ საკუთრების უფლება საზოგადოების აქციებზე აქციონერთა წლიური საერთო კრების სააღრიცხვო დღისათვის – 2012 წლის 07 ივნისისათვის.

 

დღის წესრიგი:

1. საზოგადოების 2011 წლის წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ;

2. საზოგადოების 2011 წლის წლიური ბუღალტრული ანგარიშგების დამტკიცების შესახებ;

3. საზოგადოების 2011 წლის მოგების (ზარალის) განაწილების შესახებ;

4. 2011 წლის შედეგების მიხედვით დივიდენდების გადახდის (გამოცხადების) შესახებ;

5. 2012 წლისათვის საზოგადოების აუდიტორის არჩევის შესახებ და საზოგადოების აუდიტორის მომსახურების გადახდის ოდენობის განსზღვრის შესახებ;

6. სს „თელასის“ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ.

 

საზოგადოების აქციონერებს წლიური საერთო კრების მასალების გაცნობა შეუძლიათ 2012 წლის 07 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0154, ქ. თბილისი, ვანის ქ. 3.

 

სს „თელასის“

გენერალური დირექტორი                            ა. მანუკიანი