აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ
სს „თელასი“ (აქ და შემდგომ– საზოგადოება) გაცნობებთ აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების სახით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად).
საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების თარიღია – 2011 წლის 28 ივნისი.
საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების დროა – 14 საათი და 30 წუთი ადგილობრივი დროით.
საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილია – საქართველო, თბილისი, ვანის ქ. № 3.
აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა – 14 საათი და 00 წუთი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა წლიურ საერთ ო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია განხორიციელდება აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილზე.
საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების სააღრიცხვო დღეა – 2011 წლის 8 ივნისი.
საზოგადოების აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც გააჩნიათ საზოგადოების აქციებზე საკუთრების უფლება აქციონერთა წლიური საერთო კრების სააღრიცხვო დღის – 2011 წლის 8 ივნისის მდგომარეობით.
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების 2010 წლის წლიური ანგარიშის, წლიური ბუღალტრული ანგარიშგების, მათ შორის, მოგებისა და ზარალის შესახებ ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
2. საზოგადოების მიერ 2010 წლის განმავლობაში მიღებული მოგების (ზარალის) განაწილების შესახებ.
3. დივიდენდების გადახდის შესახებ 2010 წლის შედეგების მიხედვით.
4. 2011 წლისათვის საზოგადოების აუდიტორის არჩევის შესახებ და აუდიტორის მომსახურების ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
5. სს „თელასის“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ.
საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ აქციონერთა წლიური საერთო კრების მასალებს გაეცნონ 2011 წლის 8 ივნისიდან 2011 წლის 28 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვანის ქ. №3.
სს „თელასის გენერალური დირექტორი ი. პიმონოვი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.06.2011.
- როდის იქნა მიღებული „აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ“?
- „აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ“ მიღებულია 01.06.2011. მიმღები ორგანო — ს.ს."თელასი". დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ“, №0, 01.06.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1350503/