სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
სს „თელასი“ (აქ და შემდგომ - საზოგადოება) გაცნობებთ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხის განხილვის მიზნით).
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების თარიღი – 2012 წლის 23 მარტი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დრო – 14 საათი 30 წუთი ადგილობრივი დროით.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილი – საქართველო, თბილისი, ვანის ქ. №3.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო – 14 საათი 00 წუთი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღე – 2012 წლის 24 თებერვალი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ აქციონერებს, რომლებიც ფლობენ საკუთრების უფლებას საზოგადოების აქციებზე აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღის მდგომარეობით – 2012 წლის 24 თებერვალი.
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდა ჩვეულებრივი დამატებითი აქციების განთავსების გზით.
2. ჩვეულებრივი აქციების დამატებითი გამოშვების განაწილების შესახებ.
3. საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
4. საზოგადოების გენერალური დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებების განსაზღვრის შესახებ, ემისიის პროსპექტის შემუშავებასა და ემისიის პროსპექტის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენასთან დაკავშირებით.
5. „სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომათა მოწვევისა და ჩატარების შესახებ“ დებულებაში, 13.12.2006 წ., ცვლილებების შეტანის შესახებ.
6. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საიდენტიფიკაციო (საპასპორტო) მონაცემების დაზუსტების შესახებ.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ 2012 წლის 24 თებერვლიდან 2012 წლის 23 მარტამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვანის ქ. № 3.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“?
- „სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“ მიღებულია 24.02.2012. მიმღები ორგანო — სს „თელასი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“, №0, 24.02.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1595504/