„კიბერდანაშაულის შესახებ“ კონვენციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№450
სარეგისტრაციო კოდი
480150000.08.002.016519
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №450

2012 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„კიბერდანაშაულის შესახებ“ კონვენციის დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ,,კიბერდანაშაულის შესახებ“ 2001 წლის 23 ნოემბრის კონვენცია ამ ბრძანებულების დანართში აღნიშნული დათქმის გათვალისწინებით.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ ი პუნქტი თ გათვალისწინებ ული კონვენციის დამტკიცების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მ. სააკაშვილი

დანართი

დათქმა

,,კიბერდანაშაულის შესახებ“ 2001 წლის 23 ნოემბრის კონვენციაზე

1. კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველო აცხადებს, რომ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობა, კომპიუტერული პროგრამის ჩათვლით, განკუთვნილია ან ადაპტირებულია კონვენციის მე-2-დან მე-5 მუხლის ჩათვლით განსაზღვრული ქმედებების ჩადენის მიზნით.

2. კონვენციის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, ექსტრადიციაზე მოთხოვნის მიღებისა და გაცემისათვის ან წინასწარ პატიმრობისათვის პასუხისმგებელი ცენტრალური ხელისუფლება არის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (მის: გორგასლის 24(ა), თბილისი 0114, საქართველო; ტელ: +995322405143; ფაქსი: +995322405142, international.psg@justice.gov.ge).

3. კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის (გ) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველო აცხადებს, რომ ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნების გაგზავნისა და მათზე პასუხის გაცემისათვის, ასეთი მოთხოვნის შესრულებისათვის ან მათ შესასრულებლად პასუხისმგებელ შესაბამის კომპეტენტურ უწყებაში გადაგზავნისათვის პასუხისმგებელი ცენტრალური ხელისუფლება არის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (მის: გორგასლის 24(ა), თბილისი 0114, საქართველო; ტელ: +995322405143; ფაქსი: +995322405142, international.psg@justice.gov.ge).

4. კონვენციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო განსაზღვრავს ეროვნულ საკონტაქტო პუნქტს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისათვის, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათი 7 დღის განმავლობაში:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი

მისამართი: გ. გულუას ქ. 10, თბილისი 0114, საქართველო;

ტ ელ.: +995577526553, +995577556841;

ფაქსი: +995322746204;

ელ–ფოსტა: cooperation@pol.ge

5. კონვენციის მე-40 მუხლისა და 27-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ე) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველო აცხადებს, რომ ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, 27-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთდახმარების თაობაზე გაკეთებული მოთხოვნები უნდა წარედგინოს მის ცენტრალურ ხელისუფლებას.